აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, Google-ის საძიებო სისტემა მასზე მხოლოდ ნეგატიურ ინფორმაციას „ეძებს“. ამის შესახებ მან „ტვიტერზე“ დაწერა.
„როდესაც ჩემს ან სხვების შესახებ ინფორმაციას ეძებ, თითქმის ყველა სიუჟეტი და სიახლე ცუდია, მათ შორის ცრუ ტელეკომპანია CNN გამოირჩევა. რესპუბლიკურ/კონსერვატიულ და პატიოსან მედიასაშუალებებს იქ ვერ ნახავთ. ეს კანონიერია?
თუ ძებნაში ჩემს სახელს ჩაწერთ, შედეგების 96% ამერიკული მემარცხენე მედიასაშუალებები იქნება. Google-ი და სხვა კომპანიები „კონსერვატორების“ ხმებს ახშობენ და პოზიტიურ ინფორმაციას მალავენ. ეს ძალიან სერიოზული სიტუაციაა, ის აუცილებლად იქნება განხილული!“ – წერს ტრამპი.
https://twitter.com/realDonaldTrump/status/1034373707047882759
კომენტარები