NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»შსს ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით განმარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს

შსს ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით განმარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს

28 აგვ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, საზოგადოება, სამართალი 1863 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით განმარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს. კერძოდ, უწყება მოქალაქეებს შეახსენებს, რომ საჯარიმო ქვითარი police.ge-ზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს დაჯარიმებული პირისთვის ჩაბარებულად ითვლება.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის შესაბამისად, სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე – police.ge ვიდეოჯარიმის ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება დაიწყო.

2017 წლის 1 ნოემბერს ამოქმედებული რეგულაციის თანახმად:

•    სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეცნობება;
•    საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms) საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით;
•    თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება;
•    ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება;
•    საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge;
•    საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა;
•    ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. გადაუხდელობის შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში – ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი;
•    ვიდეოფირსა და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა 1 წლამდე გაიზარდა.
•    მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, მომსახურება მიიღოს ბანკების, სწრაფი გადახდის აპარატების და მომსახურების სააგენტოს აპლიკაციის საშუალებით;
აღსანიშნავია, რომ ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.

აღნიშნული რეგულაციის თანახმად, ვიდეოდაჯარიმების სისტემას შიდა სატრანზიტო სანომრე ნიშნით მოძრავი ავტომობილებიც დაექვემდებარა. მათზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრები, ასევე, გამოქვეეყნდება police.ge-ზე“, – წერია შსს-ს განცხადებაში.

საჯარიმო ქვითრები იხილეთ: http://gov.ge/s/ee1ee

კომენტარები

ვიდეოჯარიმები შსს ჯარიმები 2018-08-28
Tags ვიდეოჯარიმები შსს ჯარიმები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ტრამპის თქმით, Google მასზე მხოლოდ ცუდ ინფორმაციას „ეძებს“

შემდეგი სტატია

ირაკლი კობახიძე: „ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს”

მსგავსი სტატიები

ხათუნა ხოფერია: ქალბატონო სალომე!  ზედმეტი აქტიურობა გამოგდით. გვესმის, რომ დავალება გაქვთ შესასრულებელი…დაოკდით

ხათუნა ხოფერია: ქალბატონო სალომე! ზედმეტი აქტიურობა გამოგდით. გვესმის, რომ დავალება გაქვთ შესასრულებელი…დაოკდით

ნინო ჩხეიძე 07 ივნ 2022
„რუსთავი2“: ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლაში, მანდატურებმა მოსწავლეს პნევმატური იარაღი აღმოუჩინიეს

„რუსთავი2“: ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლაში, მანდატურებმა მოსწავლეს პნევმატური იარაღი აღმოუჩინიეს

24 იან 2018
ყაველაშვილი მხუთავი აირის გამოყენებაზე – ხომ მიხვდით, რაც იგულისხმა

ყაველაშვილი მხუთავი აირის გამოყენებაზე – ხომ მიხვდით, რაც იგულისხმა

ნინო ჩხეიძე 06 ოქტ 2021

უახლესი ამბები

  • ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

    ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

  • ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

  • ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

    ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

  • ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

    ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

  • თურქეთის საელჩოს განცხადება

    თურქეთის საელჩოს განცხადება

  • ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

    ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

  • ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

    ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

  • თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

    თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

  • სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

    სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

    მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge