არიზონას შტატის გუბერნატორმა დაგ დიუსიმ შესაძლოა, გარდაცვლილი სენატორის, ჯონ მაკკეინის ადგილზე სენატრში მისი მეუღლე სინდი მაკკეინი დანიშნოს. ინფორმაციას გავლენიანი ამერიკული გამოცემა The New York Times რესპუბლიკურ პარტიაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
არიზონას გუბერნატორის მიერ სენატორ ჯონ მაკკეინის ადგილზე დანიშნული პირი ამ ადგილს 2020 წლის ნოემბრამდე დაიკავებს, რის შემდეგაც არჩევნები ჩატარდება.
სხვა შესაძლო კანდიდატურებს შორის ასევე სახელდება ყოფილი „რესპუბლიკელი“ სენატორი ჯონ კილი, ასევე ყოფილი კონგრესმენები ჯონ შადეგი და მეტ სალმონი.
კომენტარები