სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს კობაურის ოჯახის წევრებმა განუცხადეს.
ამ გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს წინა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
დღეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელა.
კომენტარები