NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ვეკატერინე მიქაბაძე: Fitch-ის პოზიტიური შეფასება ხელსაყრელი ბიზნეს გარემოთი და მაკროეკონომიკური მდგრადობითაა განპირობებული

ვეკატერინე მიქაბაძე: Fitch-ის პოზიტიური შეფასება ხელსაყრელი ბიზნეს გარემოთი და მაკროეკონომიკური მდგრადობითაა განპირობებული

27 აგვ 2018 ახალი ამბები, ბიზნესი, პოლიტიკა 354 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „BB-“ დონეზე დატოვა, პოზიტიური პერსპექტივით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, სარეიტინგო კომპანიის მიერ პოზიტიურად არის შეფასეული საქართველოში არსებული მდგომარეობა, რაც განპირობებულია ხელსაყრელი ბიზნეს და მმართველობითი გარემოს უზრუნველყოფით და რეგიონში არსებულიშოკების მიმართ მაკროეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებით.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, სარეიტინგო კომპანიამ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში დაფიქსირებულ მოსალოდნელზე მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, რაც როგორც შიდა მოთხოვნის (ძირითადად ინვესტიციების), ასევეექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდის შედეგია.

Fitch-ის შეფასებით, 2019-2020 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საშუალოდ 4.8 პროცენტს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ 3.5 პროცენტიან მაჩვენებელს.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, Fitch-ის რეიტინგზე დადებითი გავლენა იქონია ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საქართველოს თანამშრომლობა და პროგრამის წარმატებული მიმდინარეობის პროცესი; ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემო; ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან თანხვედრა, გაუმჯობესება საჯარო ფინანსების მართვის თვალსაზრისით და სხვ. ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საკრედიტო კომპანია Fitch-ის შეფასებით, საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის და პერსპექტივების, მიმდინარე რეფორმების ფონზე საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, არსებული საგარეო ვალისადა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პირობებშიც კი გაიუმჯობესოს საკრედიტო რეიტინგი 1 საფეხურით და გადავიდეს „BB“ კატეგორიის მქონე ქვეყნების სიაში“.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საკრედიტო სარეიტინგო კომპანიის მკვეთრად დადებითი შეფასებები მნიშვნელოვანია საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის კიდევ უფრო გაუმჯობესებისა და ქვეყანაში მაღალი ხარისხის კაპიტალს მოზიდვისათვის.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მარტში სარეიტინგო კომპანია Fitch-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით.

კომენტარები

Fitch საკრედიტო რეიტინგი 2018-08-27
Tags Fitch საკრედიტო რეიტინგი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ძვირფასი ლითონის ნაკეთობების კონტრაბანდის სამი ფაქტი გამოავლინა

შემდეგი სტატია

სკრიპალების მოწამვლის გამო, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები ძალაში შევიდა

მსგავსი სტატიები

“ქართულ ოცნებაში” განვითარებული მოვლენები იქნება მთავარი ტესტი, მართლა წავიდა თუ არა ივანიშვილი

“ქართულ ოცნებაში” განვითარებული მოვლენები იქნება მთავარი ტესტი, მართლა წავიდა თუ არა ივანიშვილი

ირაკლი შალიკაშვილი 12 იან 2021
19 ივლისს „დინამო“ „დუნაისკა სტრედას“ თბილისში შეხვდება – უგულშემატკივრე შენი ქვეყნის გუნდს!

19 ივლისს „დინამო“ „დუნაისკა სტრედას“ თბილისში შეხვდება – უგულშემატკივრე შენი ქვეყნის გუნდს!

18 ივლ 2018

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ

06 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

  • 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge