NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ბეჟაშვილი: „ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის ემზადება“

ბეჟაშვილი: „ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის ემზადება“

27 აგვ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 677 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს წარმომადგენელ ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის ემზადება. ოპოზიციამ დღეს გამართულ ბრიფინგზე აუდიო ჩანაწერები გაასაჯაროა, სადაც ნათლად ჩანს, რომ კომისიების ნეიტრალური კვოტა სწორედ მმართველი პარტიისადმი ლოიალური კადრებით ივსება.

„ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ პრაქტიკულად, უპრეცედენტო დაბალი რეიტინგის ფონზე საარჩევნო ადმინისტრაცია პირდაპირ უხეშად თანამშრომლობს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან და მათი დირექტივებით მოქმედებს. ჩანაწერებში საუბარი არის, რომ კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პირდაპირ კონტაქტზეა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის კრწანისის საოლქო კომისიების კურატორ ნინო მაისურაძესთან. ჩანაწერებში ასევე საუბარია, რომ მათ აქტიური თანამშრომლობა აქვთ ალეკო ცხოვრებაძესთან, რომელიც არის „ქართული ოცნების“ შტაბის თბილისის კომისიების კოორდინატორი. ასევე საუბარია იმაზე, რომ კრწანისის საარჩევნო ოლქის მე-4, მე-10, მე-16 უბნის თავმჯდომარეები პირდაპირ ადასტურებენ იმას, რომ ისინი იქნებიან კომისიის თავმჯდომარეები და მოადგილეები მაშინ, როდესაც თანამდებობის პირების არჩევა უნდა მოხდეს ერთი თვის შემდეგ საუბნო კომისიის წევრების დანიშვნიდან.

აღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას, გადადგეს თანამდებობიდან, რადგან ეს არის კრახი და ფაქტობრივად, საარჩევნო ადმინისტრაციების ნდობის ჩამოშლა. ის რაც ხდება კრწანისის საარჩევნო ოლქში პრაქტიკულად ხდება ყველა საარჩევნო ოლქში. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება საარჩევნო ადმინისტრაციების და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის თანამშრომლობა. გარდა ამისა, უნდა დადგეს კრწანისის საოლქო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი და უნდა მოვუწოდოთ ყველა საოლქო კომისიას, რომ არ დაუშვან „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბიდან მოწოდებული სიებით საუბნო კომისიების არჩევა. ასევე უნდა მოახდინონ კონკურსის ღია წესით ჩატარება. ასევე უნდა მოხდეს ამ გასაუბრებების ჩანაწერების პირდაპირი ტრანსლირება სოციალური ქსელებით და ა.შ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს დაკარგული ნდობის ფონზე გაუჩნდეთ გარკვეული ნდობა ამ პროცესისადმი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ ქვეყანას დღეს საარჩევნო ადმინისტრაცია არ ჰყავს, არჩევნებს ატარებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

კომენტარები

ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნება ძალა ერთობაშია 2018-08-27
Tags ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნება ძალა ერთობაშია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სააგენტო Fitch: საქართველოს ეკონომიკამ საგარეო რისკების მიმართ მდგრადობა გამოიჩინა

შემდეგი სტატია

საქართველოს პრეზიდენტობა, სალომე ზურაბიშვილის გარდა, კიდევ ორ ქალს სურს

მსგავსი სტატიები

კობახიძე: შეფასება ამას არ სჭირდება. საწვავის გაიაფების მოთხოვნის აქციების უკან “ნაციონალური მოძრაობა” დგას

კობახიძე: შეფასება ამას არ სჭირდება. საწვავის გაიაფების მოთხოვნის აქციების უკან “ნაციონალური მოძრაობა” დგას

ნინო ჩხეიძე 28 მარ 2022

რაფაელ ნადალმა ერთი სეტი დათმო

01 სექ 2017
გახარია: „ხორავას ქუჩაზე ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით და არ გამოვრიცხავთ არც ერთ მიმართულებას“

გახარია: „ხორავას ქუჩაზე ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით და არ გამოვრიცხავთ არც ერთ მიმართულებას“

19 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

    უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

  • აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

    ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge