NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»შსს-მ თაღლითობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფის 3 წევრი დააკავა

შსს-მ თაღლითობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფის 3 წევრი დააკავა

25 აგვ 2018 ახალი ამბები, სამართალი 922 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ა. ფ., 1992 წელს დაბადებული მ.ნ. და 1980 წელს დაბადებული კ. ყ. დააკავეს, ხოლო 1986 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მოქალაქეებისა და სხვადასხვა შპს-სგან იჯარის ხელშეკრულებით იქირავეს 6 ავტომობილი, რომლებიც, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ნაწილებად დაშალეს.

სამართალდამცველებმა 4 ავტომობილის ნაწილები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დანარჩენი ავტომანქანების ამოღების მიზნით, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

დაკავება თაღლითობა შსს 2018-08-25
Tags დაკავება თაღლითობა შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ისანში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია რვა მისამართზე მიმდინარეობს

შემდეგი სტატია

ცესკო: საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც საქმიანობის განხორციელებისას არ ექვემდებარება არც აღმასრულებელ ხელისუფლებას და არც პარტიულ სტრუქტურებს

მსგავსი სტატიები

Mastercard საქართველოში ყველაზე წარმატებული მოდის კვირეულის, Mercedes Benz Fashion Week-ის პარტნიორი გახდა

Mastercard საქართველოში ყველაზე წარმატებული მოდის კვირეულის, Mercedes Benz Fashion Week-ის პარტნიორი გახდა

სოსო ელისაშვილი 03 მაი 2019
„სექტემბრიდან ვაპირებ აქციების გაგრძელებას და დამჭირდება ხალხის გვერდით დგომა“

„სექტემბრიდან ვაპირებ აქციების გაგრძელებას და დამჭირდება ხალხის გვერდით დგომა“

09 აგვ 2018

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე 21 პირი პასუხისგებაში მისცა

12 სექ 2018

უახლესი ამბები

  • გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”  (ვიდეო)

    გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” (ვიდეო)

  • რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

    რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

  • შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

    შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

  • ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

    ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთში ჩამოფრინდეს

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთში ჩამოფრინდეს

  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

  • რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

    რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

  • დღე ისტორიაში – 30 მარტი

    დღე ისტორიაში – 30 მარტი

  • ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

    ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

  • რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“  წერილს აქვეყნებს

    რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“ წერილს აქვეყნებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge