NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ისანში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია რვა მისამართზე მიმდინარეობს

ისანში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია რვა მისამართზე მიმდინარეობს

25 აგვ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 330 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ისნის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციების – წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია რვა მისამართზე მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით,  მათ შორის, განსაკუთრებით მასშტაბური სამუშაოები ბერი გაბრიელ სალოსის N145-სა და N53 -ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებთან ტარდება.

აღნიშნულ მისამართებზე მიმდინარე სამუშაო პროცესს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნო, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„ჩვენს რაიონში, რამდენიმე მისამართზე, მოსახლეობას წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელების გაუმართაობის გამო სერიოზული პრობლემები ექმნებოდა. სწორედ ამ საკითხის მოგვარების მიზნით დავეხმარეთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს და დავაფინანსეთ აღნიშნული პროექტები. ამ მოსახლეობას დავპირდით, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდეგ სხვა, მათთვის საჭირო სამუშაოების განხორციელებაშიც დავეხმარებით“, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

გაბრიელ სალოსის ქუჩის გარდა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 100%-იანი დაფინანსებით, მიწისქვეშა კომუნიკაციები შემდეგ მისამართებზე იცვლება: სამგორის დასახლება კორპუსი N32, კახეთის გზატკეცილი N10, ვაზისუბნის III მიკრორაიონის, II კვარტლის კორპუსი N10 , ნავთლუღის ქუჩა N24 კორპუსი N3, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, I კვარტლის, კორპუსი N13 და შირაქის ქუჩა N13.

ისნის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამით, ჯამში 48 პროექტი დააფინანსა, რომელთა ღირებულება 823 895 ლარია.

გარდა მიწისქვეშა საინჟინრო–საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციისა, ამ დროისთვის, ორ მისამართზე ახალი, თანამედროვე ტიპის ლიფტები მონტაჟდება, ხოლო შვიდ სადარბაზოში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ისნის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, უახლოეს პერიოდში, კიდევ 83 პროექტს დააფინანსებს.

კომენტარები

ბინათმესაკუთრე ისანი ისნის რაიონის გამგეობა მიწისქვეშა კომუნიკაციები რეაბილიტაცია 2018-08-25
Tags ბინათმესაკუთრე ისანი ისნის რაიონის გამგეობა მიწისქვეშა კომუნიკაციები რეაბილიტაცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“Echowaves Festival”-ის საორგანიზაციო ჯგუფი ანაკლიაში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

შემდეგი სტატია

შსს-მ თაღლითობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფის 3 წევრი დააკავა

მსგავსი სტატიები

თეგეტა მოტორსი: GROUPAUTO Caucasus-ის შეხვედრები ხელს შეუწყობს საქართველოში საავტომობილო ინდუსტრიის გაძლიერებას

სოსო ელისაშვილი 30 აპრ 2019

პუტინის განცხადებით ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლის განხორციელებით კონფლიქტი ჩიხში შედის

01 სექ 2017

„ევროკავშირი გვყავს როგორც პირველი სავაჭრო პარტნიორი“

21 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

    ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

  • 110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

    110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

  • გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

    გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

  • ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

    ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

  • ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

    ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

  • რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

    რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

  • მაკა ჩიჩუა: თო­მამ, დიდი მად­ლო­ბა კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვი­სო

    მაკა ჩიჩუა: თო­მამ, დიდი მად­ლო­ბა კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვი­სო

  • კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში “კომენდანტის საათი” ამოქმედდა

    კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში “კომენდანტის საათი” ამოქმედდა

  • “იღბლიანი რიგი მაქვს  – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

    “იღბლიანი რიგი მაქვს – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

  • თურქეთის სანაპიროსთან, საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

    თურქეთის სანაპიროსთან, საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge