სამართალდამცავთა სწავლების ევროკავშირის სააგენტოს (CEPOL) გაცვლითიპროგრამების ფარგლებში, საქართველოს პროკურატურამ ოფიციალურივიზიტით ლატვიის გენერალური პროკურატურის პროკურორ იევა პაეგლიტესუმასპინძლა. ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს სამართალდამცავ უწყებათაგამოცდილების გაზიარებას საერთაშორისო თანამშრომლობისა დაკიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებებით.
ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა საქართველოსმთავარი პროკურატურის, ქ. თბილისის პროკურატურისა და საქართველოსშინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. ასევე, განხორციელდაგაცნობითი ვიზიტები თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ექსპერტიზისეროვნულ ბიუროში. შეხვედრები შედგა: მოსამართლესთან, პროკურორებთან, გამომძიებლებთან და სხვა შესაბამისი მიმართულების კომპეტენტურ პირებთან.
განხორციელებულ შეხვედრებზე ძირითადად განიხილებოდა: ქვეყნებს შორისსაერთაშორისო თანამშრომლობის გზები და მეთოდები, კიბერდანაშაულთანბრძოლის გამოწვევები, ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვებისა დადამაგრების საკითხები, საექსპერტო კვლევების სპეციფიკა, სასამართლო პრაქტიკა, საქართველოში არსებული გამოცდილება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ამასთან, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა ლატვიელ კოლეგასდეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს პროკურატურის სისტემის, სტრატეგიული ამოცანების, ფუნქციებისა და პრიორიტეტული მიმართულებებისშესახებ.
პროგრამის ფარგლებში, თანამშრომლობის შემდგომ ეტაპზე ლატვიაში ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის დავითკუტალაძის ვიზიტი განხორციელდება. სამართალდამცავთა სწავლებისევროკავშირის სააგენტოს (CEPOL) გაცვლითი პროგრამების მიზანს სხვადასხვაქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენს.
კომენტარები