საქართველო, უკრაინასთან ერთად, ნამდვილად არის ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტად აქვს დიდი ევროპული პერსპექტივა, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„რაც შეეხება გერმანიის პოლიტიკას აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით, ეს არ არის ახალი ინიციატივა. ჰაიკომ მაასმა მხოლოდ ხაზი გაუსვა იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთთან კარგი ურთიერთობა – ის არის ევროკავშირის მეზობელი, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ გვჭირდება მკაფიო პოლიტიკა, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ყველაფერი აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით. საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, მაგრამ საქართველო დანამდვილებით არის ქვეყანა უკრაინასთან ერთად, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი ევროპული პერსპექტივა. უახლოესი 10 წლის განმავლობაში ჩვენ გამოვყოფთ იმ ნაბიჯებს, რაც უნდა გადაიდგას მომავალში. ასევე, ადმიანებს შორის ურთიერთობები არის მნიშვნელოვანი, პროფესიული განათლების მიღება, პროფესიული საქმიანობა, დასაქმება და ლეგალური გზების გამოძებნა.”,-განაცხადა მერკელმა.
კომენტარები