ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფ. საკობიანოში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
„ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი აღდგენის შედეგად გარედან თაღოვანია, შიგნიდან არქიტრავული. ჩრდილოეთ კედელში შეისრული ღრმა შეღრმავებაა გაკეთებული, რომლის ჩრდილოეთ კედელში სამალავი იყო.
ეკლესია ადგილობრივებმა აღადგინეს. აღდგენის დროს ნახმარია ცემენტის ხსნარი, აღმოსავლეთ ფასადზე ორნამენტი მოშლილია, ინტერიერში ემბაზი აღებულია, დასავლეთი კედლის ჩრდ. ნაწილში გაკეთებული სამალავი აღარ იკითხება, იატაკად აგურია დაგებული, გაკეთებულია კანკელი. მთლიანად კედლები და კანკელი შელესილი და შეღებილია თეთრად“, – ასე აღწერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ტაძარს.
კომენტარები