NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მერკელი:  ევროპული მხრიდან ძალიან სწრაფ, ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ

მერკელი:  ევროპული მხრიდან ძალიან სწრაფ, ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ

24 აგვ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 386 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ძალიან გახსნილად მინდა გითხრათ, რომ ევროპული მხრიდან ძალიან სწრაფ, ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ,- ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმა სტუდენტებთან შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მერკელის თქმით, ჯერჯერობით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი არ არის და ნელ-ნელა სწორედ ამ თემაზე საუბრამდე მისვლა უნდა მოხდეს. ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ ეს პროცესი 5 წელიწადში ვერ დასრულდება.

„ძალიან გახსნილად მინდა გითხრათ, რომ მე მიხარია და მხარს ვუჭერ საქართველოს ევროპულ ამბიციებს, ამიტომ არსებობს ასოცირების შეთანხმება, ამიტომ არსებობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, მაგრამ ასევე ევროპული მხრიდან ძალიან სწრაფ, ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ. ეს ნიშნავს, რომ ერთი მხრივ ქვეყანა, რომელიც არის გაწევრიანების კანდიდატი, უნდა ასრულებდეს გარკვეულ წინაპირობებს და ევროკავშირს უნდა შესწევდეს უნარი ახალი ქვეყნების მიღების.

დღესდღეობით, თქვენ იცით, რომ ევროკავშირის გაწევრიანების პროცესში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები გვყავს პერსპექტივაში. დიდი ბრიტანეთი სულ მალე დატოვებს ევროკავშირს, დარჩება 27 ქვეყანა, ბალკანეთის ქვეყნების ჩათვლით, ალბათ, 35 გახდება. ძალიან მოქნილი სტრუქტურა უნდა არსებობდეს, როგორ შეიძლება პოლიტიკის უფრო ძლიერად და კოორდინირებულად აწყობა, განსაკუთრებით, ევროპული უსაფრთხოების სივრცე, რადგან ძალიან რთულია, საშუალოდ, გრძელვადიანი პერსპექტივით რაღაც გადაწყვეტილების მიღება.

საქართველო და უკრაინა იქნება შემდეგი რგოლი მათი გამოკვეთილი ევროპული პერსპექტივიდან გამომდინარე. ჯერჯერობით არ არის საუბარი გაწევრიანებაზე. ნელ- ნელა, ეტაპობრივად უნდა მივიდეთ საუბარზე, უბრალოდ საუბარზე, რომ გაწევრიანებაზე ვისაუბროთ. მე ვერ ვიტყვი, რომ 5 წელიწადში ეს პროცესი დასრულდება, თუმცა ჩემი ვიზიტის მიზანია, მათ შორის ამაზე გახსნილად საუბარი.

საერთო ფასეულობები, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ბევრად უფრო მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები ჩნდება – ეს უნდა გაგრძელდეს. ასევე ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოს აქვს, ეს ინკლუზიური ზრდა, რომელშიც ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, ასევე უთანასწორობა, ასევე სიღარიბესთან ბრძოლა და სოციალური უსაფრთხოების ქსელები და მრავალი სხვა ფაქტორი, რომელიც ამაში უნდა იყოს ჩართული, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის კარგად გააზრება, გაზიარება და ამის ერთმანეთთან ჰარმონიზაციაში მოყვანა”,- განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

კომენტარები

ანგელა მერკელი გაწევრიანება ევროკავშირში გაწევრიანება ევროპა საქართველო 2018-08-24
Tags ანგელა მერკელი გაწევრიანება ევროკავშირში გაწევრიანება ევროპა საქართველო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მერკელი: პუტინს უნდა ვუთხრათ, კეთილი ინებოს და პოლიტიკურად მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილოს, ანდა დავაკმაყოფილოთ პუტინის თითოეული სურვილი – ამას არ გავაკეთებთ

შემდეგი სტატია

გორში ფერმერებს კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა წარუდგინეს

მსგავსი სტატიები

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ ვითარებაზე რეზოლუცია მიიღო

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ ვითარებაზე რეზოლუცია მიიღო

02 ნოე 2017
ძლიერი წვიმის შედეგად, ლანჩხუთის რაიონში სახლები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად, ლანჩხუთის რაიონში სახლები დაიტბორა

28 სექ 2017
ოპოზიციამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა დაასახელა

ოპოზიციამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა დაასახელა

15 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

    ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

  • Wizz AIR-ი ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლებას იწყებს

    Wizz AIR-ი ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლებას იწყებს

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 818  ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • ლილი ფოფხაძე – მზეჭაბუკი

    ლილი ფოფხაძე – მზეჭაბუკი

  • პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიის ამსახველი ფოტოები

    პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიის ამსახველი ფოტოები

  • მანჩო გიორგობიანი: დიახ, მხარს ვუჭერ რობერტ სტურუას!

    მანჩო გიორგობიანი: დიახ, მხარს ვუჭერ რობერტ სტურუას!

  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის კონსულს ქვეყნის დატოვებისთვის კონკრეტული დრო განუსაზღვრა

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის კონსულს ქვეყნის დატოვებისთვის კონკრეტული დრო განუსაზღვრა

  • არველაძეების მიერ შესრულებულმა შალახომ სოციალური ქსელი უსწრაფესად დაიპყრო

    არველაძეების მიერ შესრულებულმა შალახომ სოციალური ქსელი უსწრაფესად დაიპყრო

  • ,,გილდიას” წევრებმა რუსთაველის თეატრის წინ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს

    ,,გილდიას” წევრებმა რუსთაველის თეატრის წინ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს

  • კობა ნაყოფია: ყველა ერთიანია, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ …

    კობა ნაყოფია: ყველა ერთიანია, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge