პუტინს აქვს ინტერესი გაყიდოს გაზი ევროპაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვუთხრათ – კეთილი ინებოს და პოლიტიკურად მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილოს, ანდა დავაკმაყოფილოთ პუტინის თითოეული სურვილი. ამას არ გავაკეთებთ. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც შედის საერთო ევროპულ ინტერესში, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დღეს თსუ-ში სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელმაც გერმანია-რუსეთის გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით შეკითხვას უპასუხა. კერძოდ, შეკითხვა შეეხებოდა იმას, ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მიიღო თუ არა გარანტიები, რომ პუტინი ამ მილსადენს პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენებს.
ანგელა მერკელის თქმით, ათწლეულებია აქვს ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან, მათ შორის CO2–ის შემცირების მხრივ. აღნიშნულის შედეგად, ნაკლებ ნახშირს გამოიყენებენ და CO2–ის შესამცირებლად იდეალური დონე ასე სწრაფად ვერ მიიღწევა, ამიტომ, გაზი აუცილებელია.
„გაზი მიწის ქვეშ გადის ბელორუსში, უკრაინაში, პოლონეთში, ასევე „ჩრდილოეთ დინება“ ერთი და ორი, ასევე სამხრეთ კორიდორი. პარალელურად, ჩვენ ასევე აზერბაიჯანთან გვაქვს თანამშრომლობა. ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიტიკური ზემოქმედება მაქსიმალურად შემცირდეს. ვიმსჯელოთ იმაზე, რომ უკრაინას ჰქონდეს სამართლებრივი და სამართლიანი პრეტენზია ტრანზიტზე. საერთო ჯამში, ეს „ნორდსტრიმის“ პროექტი დამოკიდებულია მათ შორის იმაზე, რომ გარკვეული ნაწილი განთავსდება რუსეთში და ყველაფერი მთლიანობაში გამარტივდება.
პარალელურად, გერმანიაში ჩვენ ვემზადებით ე.წ. ენერგი ტერმინალის ასაშენებლად. რუსეთზე მაქსიმალურად დამოკიდებულების შესამცირებლად. გაზი მოდის დიდი ბრიტანეთიდან, ჰოლანდიიდან, ნორვეგიიდან, რუსეთიდან. ეს ყველაფერი „ნორდსტრიმ“ ერთი და ორით რადიკალურად არ შეიცვლება. რა თქმა უნდა, უკრაინა დარჩება ტრანზიტული ქვეყანა ამ თვალსაზრისით. შეიძლება სხვაგვარად შევხედოთ, რომ პუტინს აქვს ინტერესი გაყიდოს გაზი ევროპაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვუთხრათ, კეთილი ინებოს და პოლიტიკურად მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილოს, ანდა დავაკმაყოფილოთ პუტინის თითოეული სურვილი. ამას არ გავაკეთებთ. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც შედის საერთო ევროპულ ინტერესში“, – განაცხადა მერკელმა.
კომენტარები