NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მამუკა ბახტაძე: დღეს ქართული სახელმწიფო განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზეა და მის მოთხოვნებს სრულად პასუხობს კონსტიტუციის ახალი რედაქცია

მამუკა ბახტაძე: დღეს ქართული სახელმწიფო განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზეა და მის მოთხოვნებს სრულად პასუხობს კონსტიტუციის ახალი რედაქცია

24 აგვ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 734 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ჯერ კიდევ 1921 წელს  ჰქონდა მიღებული უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტის კონსტიტუცია და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას,  რომ იმდროინდელ ევროპაში სწორედ საქართველოს კონსტიტუციას თვლიდნენ ერთ-ერთ ყველაზე უფრო პროგრესულად,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კონსტიტუციის მიღების დღე თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია და ეს დღე საქართველოს ყველა მოქალაქეს და მეგობარს მიულოცა.

პრემიერის თქმით, სწორედ 1921 წელს მიღებული კონსტიტუციის საფუძველზე, 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია და ამ მთავარი დოკუმენტით, ძირითადი კანონით განისაზღვრა „საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხები – როგორ ქვეყანას ვაშენებთ და როგორი უნდა იყოს მისი მომავალი”.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, დღეს ქართული სახელმწიფო განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზეა, რომლის მოთხოვნებს სრულად პასუხობს კონსტიტუციის ახალი რედაქცია და ის საქართველოს სტაბილური, დემოკრატიული განვითარების ფუნდამენტად უნდა იქცეს.

„კონსტიტუციამ სათანადო ადგილი უნდა დაიმკვიდროს და შეიძინოს ის მნიშვნელობა, რომელიც ერის გამაერთიანებელ ქვეყნის ძირითად დოკუმენტს უნდა ჰქონდეს. საკონსტიტუციო პროცესში ნათლად გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ძირითადი კანონი, როგორ არის საზოგადოება მასში ჩართული და რამხელა ინტერესი გამოიწვია კონსტიტუციის თითოეულმა დებულებამ ჩვენს მოქალაქეებში. კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებამდე, საჯარო განხილვებისას ხშირად რადიკალურად განსხვავებული პოზიციები ფიქსირდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებს. მისასალმებელია, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, გამოინახა კომპრომისის გზები და მივაღწიეთ შეთანხმებას მთავარ პრინციპებზე, რადგან  ყველას გვაერთიანებს ერთი მიზანი – ეს არის ერთიანი, დემოკრატიული და ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს საქართველოს აქვს კონსტიტუცია, რომელიც, ერთი მხრივ, მაღალი დემოკრატიის პირობებში სტაბილურობასა და პლურალიზმს უზრუნველყოფს, ხოლო მეორე მხრივ, გამორიცხავს ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაციას და ავტოკრატიის რისკს.

„სწორედ ჩვენმა გუნდმა გადადგა ნაბიჯები პარლამენტის როლის გაძლიერებისკენ, რითაც საქართველო საბოლოოდ შედგა ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკად. მისასალმებელია, რომ ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა კონსტიტუციის საბოლოო რედაქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენნაირმა ახალგაზრდა დემოკრატიამ წარმატებულად გაიარა საკონსტიტუციო პროცესი. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და ამ პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს გულითადი მადლობა გადავუხადო. ამავე დროს, ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოს კონსტიტუცია დღეს, სამწუხაროდ, ვერ მოქმედებს ჩვენი სამშობლოს მთელს ტერიტორიაზე და სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი და  გამაერთიანებელი. იმედი მაქვს, შორს არ არის ის დრო, როდესაც ჩვენი კონსტიტუცია გავრცელდება  ერთიანი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და გახდება დემოკრატიული ღირებულებებისა და თითოეული მოქალაქის დაცვის გარანტი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II, მთავრობის წევრები, თბილისის მერი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები,  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, მთავარი პროკურორი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონსტიტუციის ახალი რედაქცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით დაიბეჭდა.

P

კომენტარები

2018-08-24
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ილია მეორემ კონსტიტუციის მნიშვნელობაზე ილაპარაკა

შემდეგი სტატია

აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის ვადა გახანგრძლივდა

მსგავსი სტატიები

„სანამ სუს-ის დღევანდელი ხელმძღვანელობა იქნება, მე არ მგონია, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდეს“

„სანამ სუს-ის დღევანდელი ხელმძღვანელობა იქნება, მე არ მგონია, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდეს“

სოსო ელისაშვილი 30 მარ 2018
სალომე სამადაშვილი: ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის

სალომე სამადაშვილი: ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის

ირაკლი შალიკაშვილი 04 ივლ 2022

„თუ რომელიმე ტელეკომპანიის დამფუძნებელს  ეს ცვლილება არ მოსწონს, ჩვენ ეს სამართლებრივ ჭრილში უნდა განვიხილოთ“

19 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ბენ უოლესი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში ჩავარდა და მარცხი იწყება

    ბენ უოლესი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში ჩავარდა და მარცხი იწყება

  • გომელაური ესებუაზე – ძებნაზეა დასმული, ანუ ვეძებთ

    გომელაური ესებუაზე – ძებნაზეა დასმული, ანუ ვეძებთ

  • დაზვერვა: ოკუპანტებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მარიუპოლის დამცველები, შესაძლოა, საჯაროდ დასაჯონ

    დაზვერვა: ოკუპანტებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მარიუპოლის დამცველები, შესაძლოა, საჯაროდ დასაჯონ

  • ლალი მოროშკინა: ის რაც ახლა ხდება ატომურ სადგურთან მიმართებაში, ნაწილობრივად ზელენსკის თამაშია აშანტაჟოს ევროპა

    ლალი მოროშკინა: ის რაც ახლა ხდება ატომურ სადგურთან მიმართებაში, ნაწილობრივად ზელენსკის თამაშია აშანტაჟოს ევროპა

  • “ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ისინი აირჩევენ სუვერენული უკრაინის მიწაზე, არის თავდაცვა”

    “ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ისინი აირჩევენ სუვერენული უკრაინის მიწაზე, არის თავდაცვა”

  • მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთთან მოლაპარაკება ნიშნავს „რუსული რულეტკის” თამაშს სავსე დოლურით და ყველასთვის ფატალური დასასრულით

    მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთთან მოლაპარაკება ნიშნავს „რუსული რულეტკის” თამაშს სავსე დოლურით და ყველასთვის ფატალური დასასრულით

  • აშშ-ის საელჩო:  „სამართლიანი არჩევნების“ არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას

    აშშ-ის საელჩო: „სამართლიანი არჩევნების“ არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას

  • ლვოვში ჩასულ ვოლოდიმერ ზელენსკის მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ (ვიდეო)

    ლვოვში ჩასულ ვოლოდიმერ ზელენსკის მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ (ვიდეო)

  • ჯერემი ფლემინგი: პრეზიდენტმა პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში

    ჯერემი ფლემინგი: პრეზიდენტმა პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში

  • ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება

    ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge