საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პარამეტრები, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები, ჭარბვალიანობა – აღნიშნული საკითხები პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან, მერსედეს ვერა-მარტინთან განიხილა.
როგორც ირაკლი კოვზანაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, მიმდინარე წლისპირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკადაგეგმილი 5%-ის ნაცვლად 5.7% – ითგაიზარდა, ინფლაცია სამიზნემაჩვენებელთან შედარებით კიდევ უფროშემცირდა, მნიშვნელოვნად იზრდება როგორც საქონლის ექსპორტი, ასევე შემოსავლები ტურიზმიდან, რაც მიმდინარეანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებას ხელს უწყობს.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტმა მთავრობასთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, წლის დასაწყისიდან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა, მათ შორის, საბანკო და საგადასახადო მიმართულებით. აღნიშნული ცვლილებების მიზანი მცირე მეწარმეების ხელშეწყობა და მომხმარებლების ინტერესების დაცვა იყო.
კომენტარები