NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გორში ფერმერებს კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა წარუდგინეს

გორში ფერმერებს კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა წარუდგინეს

24 აგვ 2018 ახალი ამბები, ბიზნესი 850 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე ხუცაიძემ გორში,  შიდა ქართლის რეგიონში მოქმედი კოოპერატივების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ფერმერებს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და ბრენდირების“ სახელმწიფო პროგრამა  გააცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამაპროგრამა  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვაში ფინანსურ მხარდაჭერას და  კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის შეფუთვისათვის საჭირო აღჭურვილობის თანადაფინანსებას მოიცავს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პროგრამაში რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge  2019 წლის 1 მარტამდე გაგრძელდება.

სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, განხორციელდება მომსახურების შესყიდვა, რომელიც მოიცავს, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვას კოოპერატივების კუთვნილ საწარმოში. სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეეძლებათ მხოლოდ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთაც  საკუთრებაში გააჩნიათ რძის გადამამუშავებელი საწარმო. მათი მხრიდან თანამონაწილეობის თანხა შეადგენს მომსახურების ღირებულების 10%- ს .

სახელმწიფო პროგრამა ასევე მოიცავს  ბრენდირების  კომპონენტს. პროგრამაში მონაწილე კოოპერატივებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო დაეხმარება წარმოებული პროდუქციისათვის შეფუთვის დიზაინის, სასაქონლო ნიშნის, ლოგოს დიზაინის და სხვა მარკეტინგული მასალების შექმნის პროცესში. ბრენდირების კომპონენტში გათვალისწინებულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წარმოებული პროდუქციისათვის  საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო დანადგარის შესყიდვაში 70%-იანი თანადაფინანსება.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და მათი წარმოებული პროდუქციის ბრენდირება ხელს შეუწყობს კოოპერატივების  პოტენციალის გაძლიერებას, მათი ეფექტურობის და მდგრადობის ამაღლებას.

კომენტარები

გორი კონსტანტინე ხუცაიძე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები სახელმწიფო პროგრამამ ფერმერები შიდა ქართლი 2018-08-24
Tags გორი კონსტანტინე ხუცაიძე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები სახელმწიფო პროგრამამ ფერმერები შიდა ქართლი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მერკელი:  ევროპული მხრიდან ძალიან სწრაფ, ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ

შემდეგი სტატია

ანგელა მერკელი სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

მსგავსი სტატიები

“სამართლიანმა არჩევნები” ცესკო-ს წინასაარჩევნო აგიტაციის წესის დარღვევასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე განცხადებებით მიმართავს

15 სექ 2017
საქართველოს ბანკის ციფრული პლატფორმა bogpay.ge და Mastercard-ი მომხმარებლებს ნებისმიერ სერვისს საკომისიოს გარეშე სთავაზობს

საქართველოს ბანკის ციფრული პლატფორმა bogpay.ge და Mastercard-ი მომხმარებლებს ნებისმიერ სერვისს საკომისიოს გარეშე სთავაზობს

თამუნა 25 ნოე 2022
თამარ ჩუგოშვილმა, გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის სესიაზე, მონაწილეებს სიტყვით მიმართა

თამარ ჩუგოშვილმა, გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის სესიაზე, მონაწილეებს სიტყვით მიმართა

სოსო ელისაშვილი 15 მარ 2018

უახლესი ამბები

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

  • ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

    ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

  • ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

    ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

  • თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

    თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

  • თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

    თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge