NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ბაქრაძე: კანცლერისგან მივიღე დაპირება, რომ გერმანია მხარს დაუჭერს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ და სანქციებს

ბაქრაძე: კანცლერისგან მივიღე დაპირება, რომ გერმანია მხარს დაუჭერს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ და სანქციებს

24 აგვ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 397 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის განცხადებით, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ყველა იმ თემაზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოს აწუხებს.

„ძალიან გულწრფელი და კარგი შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ ყველა თემაზე, რომელიც დღეს საქართველოს აწუხებს. შეხვედრაზე დავაყენე საკითხი და გვქონდა თხოვნა, რომ გერმანიამ მხარი დაუჭიროს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ და სანქციებს. კანცლერისგან მივიღე დაპირება, რომ გერმანია მხარს დაუჭერს სანქციებს ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასახული ტექსტის მიხედვით.

ჩემ მიერ დაყენებული მეორე კონკრეტული თხოვნა იყო, მიეცეთ გერმანიაში მყოფ ქართველებს ლეგალურად, კანონიერად მუშაობის საშუალება. კანცლერისგან მივიღე დაპირება, რომ ის არის თანახმა, დაიწყოს მუშაობა ამ თემაზე და გერმანიის მთავრობა შეიმუშავებს იმ პროფესიების სიას, სადაც ქართველებს მიეცემათ მუშაობის საშუალება. ვფიქრობ, ეს ორივე შედეგი არის ძალიან მნიშვნელოვანი.

მინდა, მოვუწოდო ჩვენს ხელისუფლებას, მიჰყვეს ამ შეთანხმებას და გააკეთოს ყველაფერი, რომ კანცლერის დადებითი აზრი და მისი დაპირება გადაიზარდოს კონკრეტულ შედეგში. სანქციების შემოღება და ქართველების დასაქმება გერმანიაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, მოქალაქეებისთვის და ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საელჩოს, ყველაფერი გააკეთონ ამ შეთანხმების კონკრეტულად და პრაქტიკულად ცხოვრებაში გატარებისთვის“, – განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები

ანგელა მერკელი დავით ბაქრაძე მხარდაჭერა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია სანქციები 2018-08-24
Tags ანგელა მერკელი დავით ბაქრაძე მხარდაჭერა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია სანქციები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„საქართველო, უკრაინასთან ერთად, ნამდვილად არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი ევროპული პერსპექტივა“

შემდეგი სტატია

მერკელი: მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია და ეს რჩება უდიდეს, უხეშ უსამართლობად

მსგავსი სტატიები

დაახლოებით 6-7 ოლქია, სადაც შეიძლება იყოს მეორე ტური

დაახლოებით 6-7 ოლქია, სადაც შეიძლება იყოს მეორე ტური

ირაკლი შალიკაშვილი 31 ოქტ 2020
„ლომჯარიას რეკომენდაციას კი არა, შეიძლება მოციქულის რეკომენდაციასაც აღარავინ მოუსმინოს”-პარლამენტი მოსამართლეების დანიშვნის შესახებ კანონპროექტს კენჭს უყრის

„ლომჯარიას რეკომენდაციას კი არა, შეიძლება მოციქულის რეკომენდაციასაც აღარავინ მოუსმინოს”-პარლამენტი მოსამართლეების დანიშვნის შესახებ კანონპროექტს კენჭს უყრის

სოსო ელისაშვილი 19 აპრ 2019
გოგა ონიანის საქმეზე სასამართლო განაჩენს სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებს

გოგა ონიანის საქმეზე სასამართლო განაჩენს სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებს

03 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე: მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, დასხნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან

    ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე: მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, დასხნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან

  • “ამ ამნისტიით ეს პასუხისმგებლობა ჩამოეხსნებათ, პლიუს მოიგებენ დეველოპერების გულს”

    “ამ ამნისტიით ეს პასუხისმგებლობა ჩამოეხსნებათ, პლიუს მოიგებენ დეველოპერების გულს”

  • სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

    სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

  • საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  • ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

    ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge