NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ტერმინ „ოკუპაციის“ გამოყენება ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი სწორი შეფასება“

„ტერმინ „ოკუპაციის“ გამოყენება ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი სწორი შეფასება“

24 აგვ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 627 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ეს არის ოკუპაცია. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული. ეს არის დიდი უსამართლობა. საქართველო და სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი“ – განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრობისას.

„ტერმინ „ოკუპაციის“ გამოყენება ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი სწორი შეფასება, რომელიც შეიძლება მიეცეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მდგომარეობას. კანცლერმა რუსეთის ქმედება შეაფასა ოკუპაციად და მე კმაყოფილი ვარ. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი დიდი და ძლიერი ქვეყნის ლიდერი, როგორიც არის გერმანია და მისი კანცლერი სწორ და ზუსტ შეფასებას აძლევდეს იმ ყველაფერს, რაც ხდება საქართველოში,“- განაცხადა თსუ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების დოქტორანტმა კონსტანტინე შუბითიძემ.

შეხვედრაზე თსუ სტუდენტებმა გერმანიის კანცლერს კითხვები დაუსვეს  ვიზალიბერალიზაციაზე, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე, ევროკავშირის მომავალზე, მეცნიერებისა და პროფესიული განათლების ხელშეწყობაზე, საქართველოსა და კავკასიის რეგიონში დემოკრატიის ხარისხზე.

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას და უკრაინასთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე დიდი პერსპექტივა აქვს. „ღიად ვაცხადებ, რომ მხარს ვუჭერ საქართველოს ევროპულ ამბიციებს.  ჩვენი ურყევი მიზანია, ახლოს იყოთ ევროპასთან, მაგრამ სწრაფ, ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ. წევრობის კანდიდატი ქვეყანა უნდა ასრულებდეს გარკვეულ წინაპირობებს. თავის მხრივ, ევროკავშირს უნდა შესწევდეს ახალი ქვეყნების მიღების უნარი,“- განაცხადა ანგელა მერკელმა და დასძინა, რომ თავის მხრივ, ევროკავშირსაც სჭირდება რეფორმები.

თსუ სტუდენტებთან შეხვედრაზე გერმანიის კანცლერმა მკაფიო განცხადება გააკეთა რუსულ გაზზე გერმანიის და, საერთოდ, ევროპის დამოკიდებულებაზე, ჩრდილოეთი ნაკადი-2-ის პერსპექტივაზე. „პუტინს აქვს ინტერესი, რომ გაყიდოს გაზი ევროპაში. მაშინ მან კეთილი ინებოს და პოლიტიკის მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილოს. ჩვენ არ შევასრულებთ მის ყველა სურვილს, ჩვენ მხოლოდ იმას გავაკეთებთ, რაც საერთოევროპულ ინტერესშია,“- აღნიშნა ანგელა მერკელმა.

„შეხვედრა იყო ძალიან გულწრფელი. კარგია შეხვედრები აკადემიურ სივრცეში რომ იმართება, რადგან აქ გაცილებით უფრო თავისუფლად გრძნობენ თავს პოლიტიკოსები. თუმცა,  დაისვა ძალიან მწვავე შეკითხვები და გაკეთდა ძალიან მკაფიო გზავნილები, რომელიც კარგა ხანია არ მოგვისმენია თავისუფალი სამყაროს ლიდერებისგან. მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კედლებში, რომელიც დაფუძნებულია ლიბერალურ ტრადიციებზე და დღესაც აგრძელებს ამ ტრადიციას. სტუდენტების კითხვებსა და კანცლერის პასუხებში ნათლად ჩანდა, რომ ევროგაერთიანება არის ჩვენი მომავალი. ქალბატონმა კანცლერმა შეხვედრის შემდგომ აღნიშნა – იგრძნობა რომ საქართველოში არის ევროპეიზმის ძალიან მაღალი მუხტი და ეს არის ძალიან დასაფასებელი,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრის ბოლოს, საქართველოსა და გერმანიის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს უნივერსიტეტის საიუბილეო მედალი გადასცა.

 

კომენტარები

ანგელა მერკელი თსუ სტუდენტებთან შეხვედრა 2018-08-24
Tags ანგელა მერკელი თსუ სტუდენტებთან შეხვედრა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე 25 აგვისტოს მოძრაობა შეიზღუდება

შემდეგი სტატია

„მეზღვაურების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“

მსგავსი სტატიები

პრემიერმა ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის მერობის კანდიდატები წარადგინა

16 სექ 2017

„გამოსავალი არის გადასახადების დაწევა, განსაკუთრებით საწვავზე აქციზის შემცირება“

12 იან 2018

პატრიარქი საპრეზიდენტო კანდიდატებზე – უნდა ვიცოდეთ, რომ სხვისი დამცირება არაფერს მისცემს ადამიანს

სოსო ელისაშვილი 28 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მტაცებელი – ავა გარდნერი

    მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მტაცებელი – ავა გარდნერი

  • ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

    ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

  • დმიტრო კულება: სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა

    დმიტრო კულება: სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა

  • ზელენსკი: აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ

    ზელენსკი: აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ

  • კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

    კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge