NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა

23 აგვ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 863 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

საუბრის ძირითადი თემები იყო საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, საქართველოს მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და ქვეყნის მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მიღწევები ევროკავშირთან თანამშრომლობის და ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული გზა ქართველი ხალხის არჩევანია და მთავრობა ამ გზის ერთგულია. მთავრობის მეთაურმა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანეს მონაპოვრად შეაფასა საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა.

აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება გერმანული კომპანიების მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს და დარწმუნებულია, რომ ორმხრივი ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებას ხელს შეუწყობს ბიზნესდელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომელიც თბილისს გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ერთად ეწვია.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის ინიციატივებზე, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში არსებულ აქტიურ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა. ქართულმა მხარემ გერმანიას მადლობა გადაუხადა საგანმანათლებლო პროექტების ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომლებიც ქართველი სტუდენტების ცოდნისა და მეცნიერების კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ წელს საქართველო-გერმანიის წელი აღინიშნება.

შეხვედრას გერმანიის მხრიდან სახელმწიფო მდივანი შტეფენ ზაიბერტი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი, კანცლერის მრჩეველი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში იან ჰეკერი, კანცლერის მრჩეველი ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის საკითხებში ლარს ჰენდრიკ როელერი, კანცლერის მრჩეველი ევროპული პოლიტიკის საკითხებში უვე კორსეპიუსი, კანცელარიის სამხრეთ კავკასიის განყოფილების უფროსი მათიას ლიუტენბერგი ესწრებოდნენ.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი,  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი გიორგი ჭოლაძე.

კომენტარები

პრემიერ-მინისტრი 2018-08-23
Tags პრემიერ-მინისტრი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Die Welt: მერ­კე­ლის კავ­კა­სი­უ­რი ტურ­ნე პუ­ტი­ნის­თვის სიგ­ნა­ლია

შემდეგი სტატია

ფინანსთა მინისტრი გერმანულ მხარესთან აჭარის რეგიონის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს

მსგავსი სტატიები

„ციანიდის საქმის“ ადვოკატები განაჩენს სააპელაციო წესით დღეს გაასაჩივრებენ

„ციანიდის საქმის“ ადვოკატები განაჩენს სააპელაციო წესით დღეს გაასაჩივრებენ

03 ოქტ 2017

კიევის საერთაშორისო აეროპორტში კობა ნაყოფია დააკავეს

15 ოქტ 2017
მან მოიპარა სასამართლო ხელისუფლება,” – ანა ნაცვლიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს

მან მოიპარა სასამართლო ხელისუფლება,” – ანა ნაცვლიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს

21 იან 2019

უახლესი ამბები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი  2022“ გაიმართება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება

  • კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

    კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

  • მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

    მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

  • კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

    კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

  • გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

    გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

  • მიხეილ სარჯველაძე: ჩვენც გვაქვს ნამუშევარი, ჩვენც გვაქვს მოსაზრებები, რომელსაც საზოგადოება შეიტყობს

    მიხეილ სარჯველაძე: ჩვენც გვაქვს ნამუშევარი, ჩვენც გვაქვს მოსაზრებები, რომელსაც საზოგადოება შეიტყობს

  • თიბისი კონცეპტმა 2022 წლის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა

    თიბისი კონცეპტმა 2022 წლის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა

  • პოდოლიაკი: ყირიმში, ოკუპანტების სამხედრო ობიექტებზე უახლოეს 2-3 თვეში, შესაძლოა, მეტი აფეთქებები მოხდეს

    პოდოლიაკი: ყირიმში, ოკუპანტების სამხედრო ობიექტებზე უახლოეს 2-3 თვეში, შესაძლოა, მეტი აფეთქებები მოხდეს

  • მედია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტისას ომის დიპლომატიური გზით დასრულების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს

    მედია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტისას ომის დიპლომატიური გზით დასრულების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს

  • „მთავარი არხი” ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    „მთავარი არხი” ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge