ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა პუტინთან შეხვედრის დროს რაიმე ფორმით საუბარი საქართველოს ოკუპაციაზე და როგორ ხედავს ანგელა მერკელი ამ მხრივ ევროკავშირის, გერმანიის როლს, კანცლერმა უპასუხა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა იცის მისი პოზიცია ოკუპაციასთან დაკავშირებით, მისივე თქმით, ის რაც ხდება ადმინისტრაციულ საზღვართან, სადემარკაციო ხაზთან, არის უსამართლობა.
„ხვალ მექნება შესაძლებლობა, მივიდე ადმინისტრაციულ საზღვართან, სადემარკაციო ხაზთან, სადაც მათ შორის, ევროკავშირის მისიაც არის წარმოდგენილი. ეს არის უსამართლობა, რაც ხდება. რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის, მათ შორის უკრანასთან დაკავშირებით, ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე. მე მას ვესაუბრები. რაღაცნაირად, ეს ერთი კონტექსტია. მიუხედავად დიდი დაძაბულობისა, დიდი ძალისხმევისა, ძალიან ცოტა კეთდება იმისთვის, რათა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ეს დიდი უსამართლობა. ეს არ უნდა გახდეს ყოველდღიურობა, არ უნდა მოხდეს შეგუება სიტუაციასთან, ჩვენ ყოველდღიურად, მაქსიმალურად უნდა ვისაუბროთ ამაზე“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.
კომენტარები