NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„პოლიტიკური ნების შემთხვევაში, არ არის რთული, გამოიძებნოს მექანიზმი კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისთვის “

„პოლიტიკური ნების შემთხვევაში, არ არის რთული, გამოიძებნოს მექანიზმი კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისთვის “

23 აგვ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 398 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პოლიტიკური ნების შემთხვევაში, არ არის რთული, გამოიძებნოს მექანიზმი კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისთვის

ევროკავშირის როლი მნიშვნელოვანია ჩვენს ტერიტორიებზე კონფლიქტების მოსაგვარებლად, ჩვენი პოზიცია გახლავთ, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში, არ არის რთული, გამოიძებნოს მექანიზმი კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, სამწუხაროდ, რუსეთი არ ასრულებს თავის მიერ ნაკისრ ვალდებულებას, რომელიც 2008 წელს აიღო, რომ გაიყვანდა თავის საჯარისო ნაწილებს საქართველოს ტერიტორიიდან. ბუნებრივია, ევროკავშირს და გერმანიას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი. მინდა, ყველას შეგახსენოთ, რომ დღეს საერთაშორისო მისიებიდან მხოლოდ ერთი მისია არის საქართველოში, ეს არის ევროკავშირის მისია, რომელიც იმყოფება ჩვენს ტერიტორიაზე. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ქალბატონ კანცლერს მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ეს მისია აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი პოლიტიკა ეს არის მშვიდობა, ეს არის განვითარება და ევროპული დემოკრატიის ჩამოყალიბება საქართველოში.

როდესაც ჩენ ვსაუბრობთ ჩვენს საგარეო მიზნებზე, არაერთხელ დავაფიქსირე და კიდევ გავიმეორებ – საქართველო ისტორიულად მუდმივად იყო ევროპული სივრცისა და ევროპული კულტურის ნაწილი, შესაბამისად, ეს არის ჩვენი არჩევანი. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენს ტერიტორიებზე არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად. ჩვენი პოზიცია გახლავთ, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში, არ არის რთული გამოიძებნოს მექანიზმი, მშვიდობიანად დავარეგულიროთ ეს პროცესი. ჩვენ გვსურს მშვიდობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

ანგელა მერკელი ბრიფინგი ვიზიტი მამუკა ბახტაძე 2018-08-23
Tags ანგელა მერკელი ბრიფინგი ვიზიტი მამუკა ბახტაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ფინანსთა მინისტრი გერმანულ მხარესთან აჭარის რეგიონის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს

შემდეგი სტატია

„გერმანია, რა თქმა უნდა, მხარს გიჭერთ და მხარს დაგიჭერთ, სწორედ ამიტომ ვარ აქ“

მსგავსი სტატიები

ალექსანრე დუგინი: თუ საქართველო კარგად მოიქცევა, რუსეთი ეხლა – არა, მაგრამ ოდესმე  ოკუპირებულ ტერიტორიებს დაუბრუნებს

ალექსანრე დუგინი: თუ საქართველო კარგად მოიქცევა, რუსეთი ეხლა – არა, მაგრამ ოდესმე ოკუპირებულ ტერიტორიებს დაუბრუნებს

ნინო ჩხეიძე 24 მაი 2019

10 ყველაზე შთამბეჭდავი წიგნის დასაწყისი

19 სექ 2017
დავით ბაქრაძე: ეს იქნება ერთიანი დოკუმენტი, ქართული სახელმწიფოს ერთიანი პასუხი ტატუნაშვილის მკვლელობაზე

დავით ბაქრაძე: ეს იქნება ერთიანი დოკუმენტი, ქართული სახელმწიფოს ერთიანი პასუხი ტატუნაშვილის მკვლელობაზე

სოსო ელისაშვილი 19 მარ 2018

უახლესი ამბები

  • თიბისი კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილის 7-ში – სივრცე ახალი შესაძლებლობებისთვის

    თიბისი კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილის 7-ში – სივრცე ახალი შესაძლებლობებისთვის

  • ეკა ხერხეულიძე: ასე რომ, ძვირფასო კოლეგებო, ნიკას თქმით, ნუ შეწუხდებით დამატებითი კითხვების დასმით

    ეკა ხერხეულიძე: ასე რომ, ძვირფასო კოლეგებო, ნიკას თქმით, ნუ შეწუხდებით დამატებითი კითხვების დასმით

  • დადგა დრო მივიღოთ გადაწყვეტილება და პროცესები გადავიდეს პარლამენტში

    დადგა დრო მივიღოთ გადაწყვეტილება და პროცესები გადავიდეს პარლამენტში

  • კომპრომისზე უნდა წავიდეთ მათ შორის ოპოზიციური ერთიანობის დასაცავად!

    კომპრომისზე უნდა წავიდეთ მათ შორის ოპოზიციური ერთიანობის დასაცავად!

  • ირინა სარიშვილი: ეგებ ვინმემ ამიხსნას რომ რაც აქ დავწერე, ასე არ არის ან მე რაღაც ვერ გავიგე – მადლობელი დავრჩები

    ირინა სარიშვილი: ეგებ ვინმემ ამიხსნას რომ რაც აქ დავწერე, ასე არ არის ან მე რაღაც ვერ გავიგე – მადლობელი დავრჩები

  • „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

    „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

  • მე მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს

    მე მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს

  • მედიატორის ახალი დოკუმენტი არის ვარიანტი, რომელზეც ხელის არმოწერა არ შეიძლება – ეს არის შანსი საქართველოსთვის

    მედიატორის ახალი დოკუმენტი არის ვარიანტი, რომელზეც ხელის არმოწერა არ შეიძლება – ეს არის შანსი საქართველოსთვის

  • თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით „ბიუთი ბარმა“ ბიზნესი გააფართოვა

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით „ბიუთი ბარმა“ ბიზნესი გააფართოვა

  • 5 პუნქტიანი წინადადება, რომელიც შარლ მიშელმა მხარეებს შესთავაზა

    5 პუნქტიანი წინადადება, რომელიც შარლ მიშელმა მხარეებს შესთავაზა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge