„მერკელი – პუტინის შეხვედრაზე საქართველო რომ არ იყო ნახსენები, ეს მერკელის ბრალი არაა. საქართველოს ბრალია და იმ ადამიანების, რომლებიც ასეთი ვითარების დროს და წინ განსაკუთრებული მონდომებით უნდა მუშაობდნენ იმისთვის, რომ საქართველოს მეგობარი ქვეყნის კანცლერმა, ქალბატონმა მერკელმა, თავის პრიორიტეტთა ნუსხაში საქართველო მუდმივად იქონიოს მაღალ ადგილზე“,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა „ლევან ჩხაიძის დღის ამბებში“ განაცხადა.
„დღევანდელ მსოფლიოში, დღევანდელი საქართველო ისეთ ვითარებაშია, რომ ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოს თითოეული წარმომადგენლის ჩამოსვლა საქართველოში, ეს არის სუპერმნიშვნელოვანი.
ამ ვითარებაში მართებს საქართველოს სუპერაქტიურობა, რათა ჩვენი საკითხები არ აღმოჩნდეს დღის წესრიგის სადღაც მეორე მესამე გვერდზე, სადამდე როგორც წესი ძნელად თუ ჩადიან ხოლმე მოლაპარაკების მაგიდასთან მსხდომი მხარეები“,-განაცხადა უსუფაშვილმა.
კომენტარები