იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებთ, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართველი ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება არის ევროპულ გზაზე წარმატებული.
„ჩვენ სწორედ გერმანიის სახელმწიფოსა და ქალბატონი მერკელისა მხარდაჭერით მივაღწიეთ უვიზო რეჟიმს შენგენის ზონაში, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას და მისი წარმატებით იმპლემენტაცია მიმდინარეობს, ამიტომ ეს ვიზიტი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენი ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება არის ევროპულ გზაზე წარმატებული“,-განაცხადა წულუკიანმა.
კომენტარები