NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პრემიერმინისტრმა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცეპრეზიდენტმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს

პრემიერმინისტრმა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცეპრეზიდენტმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს

22 აგვ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 378 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს მთავრობის მიერ განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმები, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში განხორციელებული წარმატებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობა იყო საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძისა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცეპრეზიდენტ სინტია ჰუგერის დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემები.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცეპრეზიდენტმა, რომელიც ამ რანგში პირველი საერთაშორისო ვიზიტით საქართველოში იმყოფება, აღნიშნა, რომ საქართველო არის კორპორაციის ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორი და მისასალმებელია, რომ გამოყოფილი დაფინანსება მიზანმიმართულად, საგანმანათლებლო პროექტებზე იხარჯება.

ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობაზე და საქართველოს პოტენციალზე, გახდეს რეგიონის ლიდერი განათლების მიმართულებით.

პრემიერმინისტრმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისთვის, რომელთა მეშვეობით ქართველმა ახალგაზრდებმა მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება შეიძინეს.  მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის კომპაქტი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის უმსხვილესი ინვესტიცია ქვეყნის განათლების სისტემის გაძლიერებაში.

ხაზი გაესვა ათასწლეულის გამოწვევის ფონდ – საქართველოსთან წარმატებულ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ სექტემბერში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციიდან საქართველოში მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტი იგეგმება, რაც ხელს შეუწყობს პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარებას.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო ახორციელებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების პროექტებს, რაც ხელს უწყობს ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო სექტორებში.  კომპაქტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია უტარდება საჯარო სკოლებს რეგიონებში, მიმდინარეობს მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა, დაიწყო ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და საქართველოში შემოვიდა აშშ-ის სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც აშშ-ში აკრედიტებულ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს საქართველოში, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკისთვის პრიორიტეტულ დარგებში ადამიანური კაპიტალის განვითარებას.

კომენტარები

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია დაგეგმილი რეფორმები მამუკა ბახტაძე სინტია ჰუგერი 2018-08-22
Tags ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია დაგეგმილი რეფორმები მამუკა ბახტაძე სინტია ჰუგერი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მამუკა ბახტაძე იოსებ გოგაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკურ აჟიოტაჟს უწოდებს

შემდეგი სტატია

დედაქალაქში არსებული საფეხმავლო ხიდების კონსტრუქცია შეიცვლება

მსგავსი სტატიები

„ისინი ავრცელებენ ბინძურ ჭორებს ტელეკომპანიის მიმართ“

18 ოქტ 2017

მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და მისი მეგობარი დანით დაჭრა

12 იან 2018
სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილ ფონდში ამ დროისთვის მხოლოდ პრეზიდენტის მიერ გადარიცხული ხელფასის ნაწილია აკუმულირებული

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილ ფონდში ამ დროისთვის მხოლოდ პრეზიდენტის მიერ გადარიცხული ხელფასის ნაწილია აკუმულირებული

ირაკლი შალიკაშვილი 20 აგვ 2019

უახლესი ამბები

  • “ქვეყანა აგრძელებს სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას და სწრაფვას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისაკენ. ამას წინ ვერანაირი “კარგად გადაფუთული” ტყუილები ვერ დაუდგება!’

    “ქვეყანა აგრძელებს სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას და სწრაფვას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისაკენ. ამას წინ ვერანაირი “კარგად გადაფუთული” ტყუილები ვერ დაუდგება!’

  • ზუგდიდში გვიან ღამით მაღაზია დააყაჩაღეს

    ზუგდიდში გვიან ღამით მაღაზია დააყაჩაღეს

  • ტიბეტელი ხალხის სულიერმა ლიდერმა  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მიიღო

    ტიბეტელი ხალხის სულიერმა ლიდერმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მიიღო

  • მამუკა მდინარაძე: გა­მო­იკ­ვე­თა წი­თე­ლი პრე­სის კონ­ტუ­რე­ბი და ნიშ­ნე­ბი, სა­დაც „კა­გე­ბეშ­ნი­კუ­რი“ მე­თო­დე­ბით …

    მამუკა მდინარაძე: გა­მო­იკ­ვე­თა წი­თე­ლი პრე­სის კონ­ტუ­რე­ბი და ნიშ­ნე­ბი, სა­დაც „კა­გე­ბეშ­ნი­კუ­რი“ მე­თო­დე­ბით …

  • გიგი უგულავა: ეს პრემიერად წოდებული უნდა გადადგეს

    გიგი უგულავა: ეს პრემიერად წოდებული უნდა გადადგეს

  • მამუკა მდინარაძე: რაც შეეხება ნიკა მელიას, მარტივად შეგვიძლია ვთქვათ …

    მამუკა მდინარაძე: რაც შეეხება ნიკა მელიას, მარტივად შეგვიძლია ვთქვათ …

  • Stopcov.ge: ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 234 ახალი დადასტურებული შემთხვევა

    Stopcov.ge: ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 234 ახალი დადასტურებული შემთხვევა

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge