თბილისში, მეტროს მატარებლების მოძრაობის ინტერვალი, 15 სექტემბრიდან, პიკის საათებში, სამ წუთამდე შემცირდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ასევე თბილისის მერიის გეგმაში მეტროს ახალი ვაგონების დამატება და მოდერნიზებაა.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, გაუმჯობესება არის ერთ-ერთი უმთავრესი და მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ამ მიმართულებით უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. 15 სექტემბრიდან მგზავრთა ნაკადები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ხალხი შვებულებებიდანდედაქალაქში ბრუნდება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.
ყოველივე ამის შედეგად, 15 სექტემბრიდან უკვე შესაძლებელი იქნება მოცდის პერიოდის შემცირება განსაკუთრებით პიკის საათებში. თუ ადამიანებს პიკის საათებში ლოდინი ოთხი-ხუთი წუთი უწევდათ, შესაძლებელი იქნება სამ წუთამდე დავიდეს ამ ცვლილებების შედეგად“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კომენტარები