NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ჯერემი ჰანტი: დასავლეთის რეაქცია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე იყო სუსტი

ჯერემი ჰანტი: დასავლეთის რეაქცია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე იყო სუსტი

22 აგვ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, მსოფლიო, პოლიტიკა 710 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი ვაშინგტონში, მშვიდობის ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა. თავის სიტყვაში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რამდენიმე ძირითად პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა შორის, პირველი – კრემლის პოლიტიკაა.

„რუსეთი საერთაშორისოდ დამკვიდრებული  ქცევის წესებს მუდმივად არღვევს. ყირიმის დაკავება  2014 წელს პირველი შემთხვევაა 1945 წლის შემდეგ, როდესაც ევროპაში სხვა ქვეყნის ტერიტორიის ანექსია სამხედრო ძალის გამოყენებით განხორციელდა. მაგრამ ფაქტია, რომ ამ საუკუნეში ეს არ ყოფილა კრემლის პირველი შეჭრა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. პირველი იყო საქართველოს ოკუპაცია 2008 წელს” – განაცხადა ჯერემი ჰანტმა.

2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში რუსეთის შეჭრაზე დასავლეთის სუსტმა რეაქციამ  განაპირობა ყირიმის ანექსია. მისი თქმით, სახელმწიფოს ავტორიტეტი განისაზღვრება იმით, თუ რამდენად ენდობიან  მის დაპირებებს მეგობრები და რამდენად სერიოზულად ეკიდებიან მის მუქარებს მტრები. „ჩვენ კი, გაძლიერების ნაცვლად, ვასუსტებდით ჩვენს ავტორიტეტს” – დასძინა მან.

ჯერემი ჰანტი მიიჩნევს, რომ რუსეთის საგრეო პოლიტიკა საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს და ხელყოფს საერთაშორისო წესრიგს.

„ვინც ჩვენს ღირებულებებს არ იზიარებს, უნდა იცოდეს, რომ მას სერიოზული საფასურის გადახდა მოუწევს წითელი ხაზების გადაკვეთისთვის, იქნება ეს ტერიტორიული ინტერვენციები, აკრძალული იარაღის გამოყენება თუ კიბერ-თავდასხმები” -განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

დასავლეთი დასავლეთის სუსტი რეაქცია საქართველოს ოკუპაცია ჯერემი ჰანტი 2018-08-22
Tags დასავლეთი დასავლეთის სუსტი რეაქცია საქართველოს ოკუპაცია ჯერემი ჰანტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მეტროს მატარებლების მოძრაობის ინტერვალი, 15 სექტემბრიდან, პიკის საათებში, სამ წუთამდე შემცირდება

შემდეგი სტატია

იურისტი: აბსოლუტურად უკანონოა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული სასწრაფო ვადები

მსგავსი სტატიები

თავდაცვის სამინისტრო პირველი კლასის რიგითის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

08 სექ 2018
ისრაელის პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლისას არაერთი კიბერთავდასხმის მცდელობა დაფიქსირდა

ისრაელის პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლისას არაერთი კიბერთავდასხმის მცდელობა დაფიქსირდა

ნინო ჩხეიძე 20 მარ 2022
“მოლაპარაკებაზე ირაკლი ღარიბაშვილი არჩილ თალაკვაძემ უნდა ჩაანაცვლოს – ღარიბაშვილი ბრიუსელში ვეღარ უნდა წავიდეს”

“მოლაპარაკებაზე ირაკლი ღარიბაშვილი არჩილ თალაკვაძემ უნდა ჩაანაცვლოს – ღარიბაშვილი ბრიუსელში ვეღარ უნდა წავიდეს”

ნინო ჩხეიძე 07 მარ 2021

უახლესი ამბები

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

  • გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

    გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

  • ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

    ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

  • თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

    თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

  • პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

    პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge