შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ ქართველ ბიზნესმენთა გარკვეული ჯგუფი, ცდილობს უნივერსიტეტი ჩალის ფასად ჩაიგდოს ხელში. ამასთან, სოსო ბარათაშვილის განცხადებით, უნივერსიტეტის შესყიდვით დაინტერესებულია ინგლისური კომპანია, თუმცა განათლების სამინისტრო ხელს უშლის შესყიდვის პროცესს.
„მე მიმაჩნია, რომ ეს არის კერძო ინტერესები, რომელიც გარკვეულად კერძო ინტერესებთანაც არის დაკავშირებული, არიან გარკვეული არაკეთილსინდისიერი პირები, რომლებიც ცდილობდნენ ჩალის ფასად ჩაეგდოთ ხელში შავი ზღვის უნივერსიტეტი. ამ პირთა მიმოწერა და გვარები ცნობილია, მაგრამ დღეს მათ სახელსა და გვარს არ დავასახელებ, თუმცა მივაწვდით სათანადო ორგანოებს. გარკვეულწილად ხელისუფლება არის საქმის კურსში, განათლების სამინისტრო ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო და ძალიან უცნაური იყო ქალბატონი სანიკიძის განცხადება, თითქოს ინგლისურ კომპანიას სურდა უნივერსიტეტის შესყიდვა და არ მოხდა მაშინ, როდესაც თვითონ განათლების სამინისტრო უშლიდა ხელს შესყიდვის პროცესს და დღევანდელი თარიღით აქვთ მათ მოწერილი წერილი, რომ ისინი კვლავ არიან დაინტერესებული შავი ზღვის უნივერსიტეტის ყიდვით და განათლების სამინისტრო აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო, ხოლო რაც შეეხება იმ ქართველ ბიზნესმენებს, რომელიც ამას აპირებდა, მათი გვარებიც ვიცით, სახელებიც და მიმოწერაც“,-განაცხადა ბარათაშვილმა.
კომენტარები