NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»უბისა-შორაპანის მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები გაიხსნა

უბისა-შორაპანის მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები გაიხსნა

21 აგვ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი 341 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რიკოთის საუღელტეხილო გზის, უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერზე, დაინტერესებული კომპანიების მიერ წარმოდგენილი წინადადებები გაიხსნა.

საავტომობილი გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სატენდერო წინადადება სულ 8 კომპანიამ წარმოადგინა. შემდეგ ეტაპზე, შემოთავაზებული წინადადებების განხილვა მოხდება და დონორ ორგანიზაციასთან კონსულტაციით გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება.

მათივე ცნობით, უბისა-შორაპანის მონაკვეთზე დაგეგმილია ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი 13 კმ-იანი გზის,  27  ხიდის და 18 გვირაბის მშენებლობა. სამშენებლო სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. აღნიშნული პროექტი, სირთულისა და სამუშაოების მასშტაბით უპრეცენდენტოა საქართველოში.

„აღსანიშვანია რომ, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი E60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის განვითარება კი, ქვეყნის სივრცითი მოწყობის ფარგლებში დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების უმსხვილეს კომპონენტს წარმოადგენს.

მაგისტრალური გზების მოდერნიზაციის პროგრამის ძირითადი მიზანია, E60-E70 აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესება, გაზრდილი სატრანზიტო გადაზიდვებისათვის, შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნა, რასაც მთლიან შიდა პროდუქტში მნიშვნელოვანი და მზარდი წილი შეაქვს. განვითარდება ეკონომიკა და გაუმჯობესდება თითოეული მოქალაქის ეკონომიკური მდგომარეობა.

რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. რიკოთის მოდერნიზება  ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდას, ასევე ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას და მგზავრობის დროის შემცირებას“,- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად  არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ.  შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.

კომენტარები

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი საავტომობილო გზების დეპარტამენტი სატენდერო წინადადებები 2018-08-21
Tags რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი საავტომობილო გზების დეპარტამენტი სატენდერო წინადადებები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ტატაზე რა გითხრათ… ის იყო მზე რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას“

შემდეგი სტატია

ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა

მსგავსი სტატიები

„რასაც სააკაშვილი აკეთებს ქართველი და უკრაინელი ხალხისთვის სახეში შეფურთხებაა!“

14 დეკ 2017
მკვლელობაში ბრალდებულის დედა: ეჭვი მაქვს, რომ ამის უკან ვიღაც დგას

მკვლელობაში ბრალდებულის დედა: ეჭვი მაქვს, რომ ამის უკან ვიღაც დგას

10 ივლ 2018
არ არის ეს ოპონენტების დევნა – ვიცე-პრემიერი ზუგდიდში ოპოზიციის წევრების დაკავებას ეხმაურება

არ არის ეს ოპონენტების დევნა – ვიცე-პრემიერი ზუგდიდში ოპოზიციის წევრების დაკავებას ეხმაურება

სოსო ელისაშვილი 12 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

    ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

  • აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

    აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

  • ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

    ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

  • ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები საქართველოში იშლება

    ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები საქართველოში იშლება

  • აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

    აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

  • “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

    “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

  • ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

    ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

  • “ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

    “ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

  • ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

    ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge