NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სასამართლომ გლდანის N8 საპყრობილის რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ინსპექტორი დამნაშავედ ცნო

სასამართლომ გლდანის N8 საპყრობილის რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ინსპექტორი დამნაშავედ ცნო

21 აგვ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 856 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ გლდანის N8 საპყრობილის რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ინსპექტორი დამნაშავედ ცნო, -განცხადებას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულებაში პატიმარ დ.რ-ს მიმართ ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარე საქმის განხილვა  დასრულდა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 საპყრობილის რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ინსპექტორი კ.ყ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში.

სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ  2008 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დააკავეს დ.რ, რომელსაც 2008 წლის 27 ოქტომბერს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და შესახლებულ იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის №8 საპყრობილეში.

ბრალდებულ დ.რ.-ს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის №8 საპყრობილის მე-3 სარეჟიმო კორპუსზე შესახლების შემდგომ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის №8 საპყრობილის რეჟიმის განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა და მე-3 სარეჟიმო კორპუსის ოფიცერმა კ.ყ-მ გადაწყვიტა დ.რ-ზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედება მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების აღიარების მიზნით.

2008 წლის 27 ოქტომბრიდან 2009 წლის 16 მარტამდე პერიოდში – თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დ.რ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე, კ.ყ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროს ინსპექტორ ლ.ჩ-სა და სხვა თანამშრომლებთან ერთად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის №8 საპყრობილის მე-3 სარეჟიმო კორპუსის C3 ფლიგელში დ.რ-ს კატეგორიულად მოსთხოვა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის აღიარება, ამ უკანასკნელისგან უარის მიღების შემდეგ კი მის ხელთ არსებული ხელის რადიოგადამცემი, ე.წ. „რაცია” ძლიერად ჩაარტყა სახის არეში. დარტყმის ძალის შედეგად დ.რ. წაიქცა და დაეცა ძირს, რის შემდეგაც კ.ყ. უსაფრთხოების განყოფილების უფროს ინსპექტორ ლ.ჩ-სთან ერთად დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში შეურაცხყოფას აყენებდა, ამცირებდა მას და გამეტებით ურტყამდა ფეხებს თავში, ტანის არესა და კიდურებზე, რის გამოც დ.რ. განიცდიდა ძლიერ და აუტანელ ტკივილს.

დ.რ-ს საკანში დაბრუნების შემდეგ კ.ყ-მ იგი მკაცრად გააფრთხილა, რომ მისი ცემის შესახებ არავისთვის არაფერი ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მის თანასაკნელებსაც ანალოგიურად გაუსწორდებოდა.

აღნიშნული ფაქტიდან რამდენიმე კვირაში, სასამართლოს მიერ დ.რ-სთვის განაჩენის გამოტანამდე, აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით კ.ყ. და ლ.ჩ. გლდანის №8 საპყრობილის სხვა თანამშრომლებთან ერთად  შევიდნენ გლდანის №8 საპყრობილის მე-3 სარეჟიმო კორპუსის №236-ე საკანში, სადაც მოთავსებული იყო ბრალდებული დ.რ.  კ.ყ-მ დ.რ-ს კვლავ ჰკითხა აღიარებდა თუ არა იგი ჩადენილ დანაშაულს, რაზეც  უარყოფითი პასუხის მოსმენის შემდეგ კ.ყ-მ და ლ.ჩ-მ მისი მისამართით დაიწყეს გინება და სახეში რამდენჯერმე გაარტყეს ხელი.

დაზარალებული დ.რ-ს ცემა და ძალადობა მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, რაც მის მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მისგან აღიარებითი ჩვენების მიღება საქმისთვის აღარ იყო მნიშვნელოვანი.

კ.ყ-ს მიერ  სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს შედეგად მოჰყვა დ.რ-ს უფლების არსებითი დარღვევა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი ხელყოფა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის №8 საპყრობილის რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ინსპექტორი – კ.ყ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, დამატებითი სასჯელის სახით – ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 3 წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2 წლითა და 3 თვის ვადით.

რაც შეეხება დ.რ-ს მიმართ ძალადობაში მხილებულ მეორე პირს – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების ყოფილ ინსპექტორ ლ.ჩ.-ს, მის მიმართ გამოტანილია დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების შესახებ, მისი გარდაცვალების გამო“,-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

გლდანის N8 საპყრობილე დამნაშავედ ცნო მთავარი პროკურატურა პროკურატურა 2018-08-21
Tags გლდანის N8 საპყრობილე დამნაშავედ ცნო მთავარი პროკურატურა პროკურატურა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შსს-მ შიდა ქართლში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შემდეგი სტატია

თი ბოტი The Chemical Brothers-ის მსმენელს სპეციალურ აქციას სთავაზობს

მსგავსი სტატიები

“ქართული ოცნების” წევრებს შევთავაზე ვერსიები, რაც შეიძლება იყოს გამოსავალი და მათ არც თუ ისე ბევრი დრო აქვთ იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიიღონ

“ქართული ოცნების” წევრებს შევთავაზე ვერსიები, რაც შეიძლება იყოს გამოსავალი და მათ არც თუ ისე ბევრი დრო აქვთ იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიიღონ

ირაკლი შალიკაშვილი 17 ნოე 2021
დღეს  გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა

დღეს გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა

სოსო ელისაშვილი 26 მარ 2018
მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა ლვოვის სასამართლოში დღეს არის ჩანიშნული

მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა ლვოვის სასამართლოში დღეს არის ჩანიშნული

18 სექ 2017

უახლესი ამბები

  • საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

    საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

  • ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

    ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

  • კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

    კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

  • სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

    სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

  • დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

    დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

  • მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

    მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

  • ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

    ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

  • რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

    რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

  • “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

    “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

  • უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

    უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge