NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მამუკა ბახტაძე იულიხის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა

მამუკა ბახტაძე იულიხის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა

21 აგვ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 761 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იულიხის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში მე-8 ქართულ-გერმანული სემინარის ფარგლებში  იმყოფებიან. სემინარი „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის” (GGSB) ფარგლებში იმართება.

შეხვედრაზე საუბარი განათლების ახალ რეფორმას შეეხო და ხაზი გაესვა რეფორმის განხორციელების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა გერმანელ მეცნიერებს განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით საქართველოს მთავრობის გეგმები გააცნო. აღინიშნა, რომ განათლება არის საქართველოს მთავრობის მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი. გარდა ამისა, მხარეებმა ისაუბრეს რეფორმის პროცესში  იულიხის პროფესორების ჩართვის შესაძლებლობასა და ქართული მხარისთვის გამოცდილების გაზიარებაზე. მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ იულიხის კვლევითი ცენტრი აქტიურ როლს შეასრულებს საქართველოში განათლების და მეცნიერების განვითარების მიმართულებით.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო  იულიხის კვლევითი ცენტრის პროექტებს საქართველოში. უახლოეს მომავალში კვლევითი ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში  ნეიროსამედიცინო კვლევებთან დაკავშირებული ლაბორატორია გაიხსნება. ამასთან, თსუ-სა და იულიხის კვლევითი ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში, ქართველ მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ,  იულიხში ჩავიდნენ და ფუნდამენტურ მეცნიერებებს გაეცნონ.

კვლევითი ცენტრი საქართველოში 2004 წლიდან მუშაობს. საქართველოში უკვე იულიხში არსებული ლაბორატორიის ორი ანალოგიური ლაბორატორია ფუნქციონირებს, რომლებიც ქართველ ახალგაზრდებს იულიხის კვლევით ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო პროექტების საქართველოში განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.

კომენტარები

მამუკა ბახტაძე 2018-08-21
Tags მამუკა ბახტაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ქართული ღვინის საექსპორტო ფასით მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებს

შემდეგი სტატია

შემოდგომიდან ვაქცინაცია შესაძლოა სავალდებულო გახდება

მსგავსი სტატიები

სამხედრო პოლიციამ საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის შესაძლო გადაცდომის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სამხედრო პოლიციამ საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის შესაძლო გადაცდომის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

18 დეკ 2018
კელი დეგნანი: ღმერთმა დალოცოს საქართველო და ღმერთმა დალოცოს ამერიკა

კელი დეგნანი: ღმერთმა დალოცოს საქართველო და ღმერთმა დალოცოს ამერიკა

ნინო ჩხეიძე 31 დეკ 2022

მარნეულიდან და ბოლნისიდან ზოგიერთი მოქალაქე შემოვლითი გზით გადაადგილდება

ირაკლი შალიკაშვილი 23 მარ 2020

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge