უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევ პროცესზე განმარტებები პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა გააკეთა. ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, კონსულტაციები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაეს სასამართლოსა და საპარლამენტო უმრავლესობას შესთავაზეს, თუმცა შეხვედრაზე უარი მიიღეს.
„იუსტიციის საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ საბჭოს წევრების უმეტესობა შვებულებაში იმყოფებოდა და ამიტომ ვერ მოხერხდებოდა ეს შეხვედრა, რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, მან ბრძანა, რომ ის ესაუბრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და მოსამართლეებმა მოსაზრებათა გამო თავი შეიკავეს ამგვარ შეხვედრაში მონაწილეობისგან, თითქოს იმ არგუმენტით, რომ ასეთ პროცესში მოსამართლეების ჩართულობა მათ გამართლებულად არ მიაჩნდათ, ისევე როგორც, ღია შეთავაზება იყო უმრავლესობასთან, გარკვეული მოლაპარაკებაც მიდიოდა მათთანაც, მაგრამ პროცესში უცებ გაწყდა ეს კომუნიკაცია და მათ უარი თქვეს ამ შეხვედრის ჩანიშვნაზე“,-განაცხადა ჩიხრაძემ.
კომენტარები