NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»” ხომ გაგეცინათ? იცინეთ და იყავით ასე”

” ხომ გაგეცინათ? იცინეთ და იყავით ასე”

21 აგვ 2018 საზოგადოება 569 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საიტი  radiotavisupleba.ge აქვეყნებს გოგი გვახარიას წერილს: “„ტოიოტა-ტაქსი”: „დაგოიმება“, როგორც თეატრი”, რომლესაც უცვლელად გთავაზობთ:

“კი, კი, ვიცი, რომ თაღლითი ტაქსისტები ყველგან არიან. ბევრს ვმოგზაურობ და უკვე აღარც ვაქცევ ყურადღებას გაიძვერა მძღოლებს, აეროპორტის გასასვლელთან, ფარისეველი ღიმილითა და საქმიანი მოძრაობებით რომ გზას ჩაგიკეტავენ და წაგჩურჩულებენ – ”ტაქსი დაგჭირდება?”.

”ტაქსი დაგჭირდება?”, ”ტაქსი გინდა?”, ”საით, ძმობილო?” – ეს საქართველოში. მაგრამ, სხვაგანაც ასეა, სხვა ქალაქებშიც. ნიუ-იორკის აეროპორტში გაიძვერა ტაქსისტებს დისპეტჩერები უმკლავდებიან – სწორედ მათი დახმარებით (და ზედამხედველობით!) იცავენ რიგს მძღოლებიც და მგზავრებიც. თუმცა, ყოველთვის არ იყო ასე – თავის დროზე სწორედ ნიუ-იორკის აეროპორტები გამოირჩეოდა, თურმე, თაღლითი ტაქსისტების განსაკუთრებული სიმრავლით; ცნობილია, მაგალითად, შემთხვევა, როცა კენედის აეროპორტიდან მანჰეტენამდე ნიგერიელი სტუდენტებისთვის ტაქსისტს 1 350 დოლარი წაურთმევია. მერე აურჩევიათ ქალაქის მკაცრი მერი, ჯულიანი, ”ნულოვანი ტოლერანტობის” ცნობილი მომხრე და დაუმყარებია წესრიგი.

სააკაშვილიც პატივს სცემდა, მგონი, ამ კაცს.„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებში თბილისის აეროპორტში ნაკლებად ნახავდით კარებთან ჩასაფრებულ აფერისტ მძღოლებს. უფრო მეტიც, 2007 წელს მიხეილ სააკაშვილმა აეროპორტში გახსნა რკინიგზის სადგური, რომელსაც ”ნამდვილი სენსაცია” უწოდა. ”ჟენევის აეროპორტის რკინიგზასაც კი ჯობიაო”, გვითხრა (ხომ გახსოვთ, როგორ უყვარდა შედარებები და დატოლებები?). თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მატარებლის გრაფიკი თვითმფრინავების განრიგს ნაკლებად დაემთხვა. ამიტომ, აეროპორტის რკინიგზამ, რომელიც 13 მილიონი ლარი დაჯდა, მალე დაასრულა თავისი ისტორია.

საქართველოს ხელისუფლებაში მოსულ ”ოცნებას”, მოგეხსენებათ, არაფერი მოსწონდა, რაც „ნაცებმა“ გააკეთეს, ამიტომ ახალმა ხელისუფლებამ არც არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ღამით თბილისის აეროპორტში ჩამოფრენილი მგზავრისთვის ელემენტარული პირობა შეექმნა დედაქალაქში მოსახვედრად. უფრო მეტიც, ე.წ. ”ტოიოტა-ტაქსი”, რომელიც აეროპორტის გასასვლელთან იყო გამაგრებული, ძალაუფლების ხიბლმა ისე გაათავხედა, რომ მოტყუებული უცხოელი მგზავრებიდან ადგილობრივ მოსახლეობაზე გადავიდა… 3 დღის წინ, ”ტოიოტის” მძღოლმა აეროპორტიდან აღმაშენებლამდე 60 ლარი მოგვთხოვა! ქართულ ენაზე. ზუსტად ასე: ”აღმაშენებლამდე 60 ლარი დაჯდება, გენაცვალე!”… აეროპორტის პრივილეგირებული ტაქსი ინარჩუნებს სტილს უცხოელებთან ურთიერთობაშიც: რუსულენოვანისთვის ტარიფი სხვაა, ევროპელისთვის – სულ სხვა და აზიელისთვის – კიდევ სხვა. სალომე ზურაბიშვილის რიტორიკას თუ მივმართავთ – ”ელიტარული ტურისტისგან” სხვა თანხას თხოულობენ და ზურგჩანთიანი უცხოელი ყმაწვილისგანსულ სხვას. თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს – ”ტოიოტა-ტაქსი” კვლავაც რჩება მთავარ მოთამაშედ თბილისის აეროპორტის გასასვლელში. ყველა სხვა მანქანას, სხვა ტაქსის აკრძალული აქვს გასასვლელთან დამუხრუჭებაც კი. თუკი შესძლებთ მანქანის ტელეფონით გამოძახებას, იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ მძღოლი მოახერხებს და დაგიცდით, სანამ მანქანაში ბარგს ჩადებთ: აეროპორტის გასასვლელთან დგას არა მარტო ფირმის დისპეტჩერი, რომელსაც ეღიმება უცხოელებთან მოვაჭრე თავის მძღოლებზე… გასასვლელთან დგას პატრული, რომელიც სხვა მანქანებს დამუხრუჭების საშუალებას არ აძლევს. ეს ”ტოიოტა-ტაქსის” სამეფოა, მეგობრებო. ამიტომ, ფასებს აქ სწორედ ეს ფირმა აწესებს. თუ არ გაწყობთ, ნუ გაწყობთ… ავტობუსით წადი ქალაქში.

ის, რაც შუაღამეს თბილისის აეროპორტის კართან ხდება, ეს პატარა ბაქანი, გაკრიალებული ”ტოიოტებით”, თავგასული დისპეტჩერებითა და ნერვიული პატრულით, დიახაც, დღევანდელი საქართველოს სახეა… კარგით, სახე თუ არაა, შესასვლელი ხომ არის დღევანდელ საქართველოში?თუკი მძღოლი უკვე სახალხოდ, ყველას დასანახად ატყუებს უცხოელ სტუმარს (ჩვენი ჩამოსვლისას ”ტოიოტა-ტაქსის” მსხვერპლი რომელიღაც რუსი ტურისტი აღმოჩნდა – ქალს მაინც არ უპასუხეს, აქვთ თუ არა მრიცხველი მანქანაში), გამოდის, რომ მას არც ჩვენი აზრი აინტერესებს. უფრო სწორად, დარწმუნებულია, რომ მეტნაკლებად, მაგრამ ჩვენც გავუგებთ მის ეშმაკობებს და შეიძლება, მოვუწონოთ კიდეც ეს უტიფრობა.

ხედავთ რა ხდება? ადამიანების მოტყუება, ან, შინაურულად რომ ვთქვათ, მათი „დაგოიმება” გადაიქცევა თეატრად, სცენად… ცოტაც და, მძღოლი ჩვენგან ოვაციებს მოითხოვს, რადგან დარწმუნებულია, რომ ჩვენც ზუსტად მასავით მოვიქცეოდით – იმდენს წავართმევდით უცხოელ სტუმარს, რამდენსაც შევძლებდით, რამდენის საშუალებასაც ამ უცხოელის უჭკუობა მოგვცემდა… და იღბალიც… უფალიც, რა თქმა უნდა!

ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ დაგვაგოიმეს, როცა ერთ კომპანიას, რომელსაც თბილისის აეროპორტი გადასცეს, უსაზღვრო ძალაუფლება არგუნეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ დღეს „ჯორჯიან ეარვეიზის“ თვითმფრინავის მგზავრები, პარიზიდან თბილისში ჩამოფრენის შემდეგ, ავტობუსით გადაჰყავთ აეროპორტის შენობაში (განსხვავებით თუნდაც, თურქული ავიაკომპანიების მგზავრებისგან, რომლებიც „ჩასხდომის ხიდით“ სარგებლობენ). შესაძლებელია, იმიტომ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი „ტავ ჯორჯია“ მაინცდამაინც არ წყალობს ეროვნულ ავიაკომპანიას… ისევე როგორც, არ წყალობს ტაქსის სხვა ფირმებს, რომელთა წინააღმდეგ აქ ყველა ერთადაა გაერთიანებული.

თბილისი ბერლინი არაა, სადაც აეროპორტის ტაქსიში ჩაჯდომისთანავე მძღოლი მრიცხველს ჩაგირთავთ. არც მადრიდია, სადაც მერიამ ერთიანი ტარიფი დააწესა აეროპორტიდან ქალაქის ნებისმიერ რაიონში მგზავრობაზე (30 ევრო). თბილისში “ბაზარი” ბობოქრობს. “ბაზარმა” კი ასე მოინდომა – თავხედობა, ყველას დასანახად.

ჯერ სადა ვართ. აი, „ელიტარული ტურიზმი“ რომ გვექნება, მდიდარი ხალხი „პანორამა თბილისის“ სანახავად და გოლფის სათამაშოდ ჩამოვა. მერე ნახეთ თქვენ ტაქსისტების თეატრი და ქართული კაპიტალიზმის მოკრძალებული ხიბლი.

”ტოიოტა-ტაქსი”, თავის ვებ-გვერდზე სამსახურს სთავაზობს გამოცდილ მძღოლებს. ძირითად მოთხოვნებში შედის ”ორგანიზებულობა” და ”პუნქტუალურობა”. ხომ გაგეცინათ? იცინეთ და იყავით ასე.”

კომენტარები

აეროპორტი ბლოგი გოგი გვახარია 2018-08-21
Tags აეროპორტი ბლოგი გოგი გვახარია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დღეიდან უძრავ-მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების ნაღდი ანგარიშსწორებით გაცემა აიკრძალა

შემდეგი სტატია

შსს-მ შიდა ქართლში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

მსგავსი სტატიები

„თანამედროვე ქართული სახელმწიფო სიმბოლოები“ – გამოფენა სენაკში და ზუგდიდში

„თანამედროვე ქართული სახელმწიფო სიმბოლოები“ – გამოფენა სენაკში და ზუგდიდში

02 ნოე 2017

„ლიბერალის“ რედაქტორს, ზურაბ ვარდიაშვილს, თავს დაესხნენ

17 სექ 2018
შსს: უამინდობის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

შსს: უამინდობის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

18 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

    უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

  • აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

    ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge