NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»საქართველოში წითელას ვაქცინაცია შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

საქართველოში წითელას ვაქცინაცია შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

21 აგვ 2018 საზოგადოება 643 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

წითელას ვაქცინაცია საქართველოში, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. როგორც ambebi.ge-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა, ინიციატივა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს ეკუთვნის და კანონპროექტის განხილვა მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე მოხდება.

“წითელა სახუმარო დაავადება არ არის. წელს საქართველოში ორი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. სამწუხაროდ, შარშან შემოდგომაზე აჭარის რეგიონიდან დაიწყო წითელას პიკი და 2018-ში უკვე ინფექციის 1300-მდე შემთხვევაა. ქვეყანაში ამ დრომდე 20-დან 40 წლამდე ასაკის ნახევარი მილიონი ადამიანია აუცრელი. შეიძლება ითქვას, რომ წითელა ისევ “მობრუნდა” ევროპის ქვეყნებში. საფრანგეთში და იტალიაში შარშან ინფექციის ძალიან ბევრი შემთხევა იყო, რის გამოც ამ ქვეყნებში წითელას სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღეს. საქართველოში წითელას ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. ამან მიგვიყვანა ამ სიტუაციამდე, რაც დღეს გვაქვს. მთელ რიგ ქვეყნებში წითელა აღმოფხვრილია. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერჯერობით ვერ ვერევით. საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად 5-დან 10-მდე მერყეობს წითელას შემთხვევების რიცხვი. განსაკუთრებით არასასიამოვნო ვითარება გვაქვს დიდ ქალაქებში”, – განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ყველას, ვისაც არ აქვს აცრა ჩატარებული, ან არ ახსოვს აქვს თუ არა გადატანილი წითელა, ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მისივე განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის საკმაო მარაგია.

“საქართველოში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოა და გეგმიურად 1 წლისა და 5 წლის ასაკში კეთდება. თუ ორივე აცრა ჩატარებულია 98%-ით დაზღვეულია ადამიანი, რომ არ დაინფიცირდება. იწყება სასწავლო წელი, ყველა დედას მოვუწოდებ გადაამოწმონ ბავშვების აცრის კალენდარი. განსაკუთრებით ის გოგონები, უნდა იყვნენ ყურადღებით, რომლებიც შვილოსნობის ასაკში არიან. მათ წინასწარ უნდა გამოიკვლიან აქვთ თუ არა წითელას იმუნიტეტი და საჭიროების შემთხვევაში, აიცრან. რადგან წითელა როგორც ნაყოფისთვის, ისე დედისთვის სახიფათო ინფექციაა”, – აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

კომენტარები

TOP ვაქცინაცია 2018-08-21
Tags TOP ვაქცინაცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სააკაშვილი ივანიშვილს: ბორია, აუცილებლად გესტუმრები და წნევას გაგიზომავ

შემდეგი სტატია

ქართული ღვინის საექსპორტო ფასით მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებს

მსგავსი სტატიები

ძალადობრივი ჯგუფები “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ (ვიდეო)

ძალადობრივი ჯგუფები “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 05 ივლ 2021
“რანაირად შეიძლება, რომ ამ სიტყვების შემდეგ ანრი ოხანაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგეს? აღარავინ აღარაფერზე აგებს პასუხს?”

“რანაირად შეიძლება, რომ ამ სიტყვების შემდეგ ანრი ოხანაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგეს? აღარავინ აღარაფერზე აგებს პასუხს?”

ნინო ჩხეიძე 06 აპრ 2022
ლაშა ბუღაძე: უსამართლობაა რუსეთისგან დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავზე ამ გაწვალებული ქვეყნის პრეზიდენტის ციხეში ჯდომა…

ლაშა ბუღაძე: უსამართლობაა რუსეთისგან დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავზე ამ გაწვალებული ქვეყნის პრეზიდენტის ციხეში ჯდომა…

ნინო ჩხეიძე 06 ოქტ 2021

უახლესი ამბები

  • ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

    ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

  • პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

    პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

  • „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

    „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

  • დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

    დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

  • სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

    სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge