საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ 7 რეგიონში ახალი გუბერნატორები წარადგინა. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე ბახტაძემ შალვა კერესელიძე დანიშნა, ქვემო ქართლის რწმუნებულად შოთა რეხვიაშვილი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირხანაშვილი იქნება, ხოლო შიდა ქართლის გუბერნატორად გიორგი ხოჯევანიშვილი დაინიშნა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია გახდა, გურიის გუბერნატორის თანამდებობა კი ზურაბ ნასარაიამ ჩაიბარა. რაც შეეხება იმერეთს, აღნიშნული რეგიონის რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე იქნება.
კომენტარები