NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»დაიბეჭდება კონსტიტუციის ახალი გამოცემა, რომლის პრეზენტაციაც 24 სექტემბერს გაიმართება​

დაიბეჭდება კონსტიტუციის ახალი გამოცემა, რომლის პრეზენტაციაც 24 სექტემბერს გაიმართება​

20 აგვ 2018 ახალი ამბები, სამართალი 368 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კონსტიტუციის ახალი გამოცემის პრეზენტაცია, რომელიც  მომზადებულია საქართველოს პარლამენტის მიერ და დაბეჭდილია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით,  24 სექტემბერს გაიმართება.

„სამ თვეში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ამოქმედდება კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც აყალიბებს დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას. ჩვენ საბოლოოდ გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ეს არის ის ასპექტები, გარდა სხვა ასპექტებისა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და გამორიცხავს ყოველგვარი სახის ავტორიტარიზმს, ავტოკრატიას ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ამ კონსტიტუციის უმთავრესი მიღწევა. კონსტიტუციის ამოქმედებასთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ დაგვებეჭდა კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემა”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან მადლობა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) ფინანსური მხარდაჭერისთვის.

„მადლობას გადავუხდი ჩვენს გერმანელ მეგობრებს, გერმანიის საერთაშორისო  თანამშრომლობის საზოგადოებას, რომელიც დაგვეხმარა ამ საქმეში. დაიბეჭდება ახალი გამოცემა, რომელიც უნდა გახდეს  სამაგიდო წიგნი პოლიტიკოსებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის, თქვენთვის – ჟურნალისტებისთვის და ნებისმიერი იმ ადამიანისთვის, რომელიც დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებით”,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მოქმედი კონსტიტუციისგან განსხვავებით, ახალი კონსტიტუცია გამორიცხავს ავტოკრატიის ჩამოყალიბების ყოველგვარ შესაძლებლობას და  ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გარანტიას ქმნის.

„მთავარი სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ დღევანდელი, ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუცია იძლევა, ასეთი პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, ავტორიტარიზმის ჩამოყალიბების შესაძლებლობას, რასაც გამორიცხავს ახალი კონსტიტუცია. ამ მიზნით დაიწერა თავის დროზე 2010 წელს ჯერ კიდევ  მოქმედი კონსტიტუცია. ამისგან განსხვავებით ახალი კონსტიტუცია აბსოლუტური ფორმით გამორიცხავს ავტოკრატიის ჩამოყალიბების ყოველგვარ შესაძლებლობას, რაც ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუციის დონეზე იქნება აბსოლუტური ფორმით გარანტირებული ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ეს არის არსებითი და რადიკალური სხვაობა დღეს მოქმედი კონსტიტუციისგან და  ეს არის ის მიღწევა, რომელიც უკავშირდება სწორედ მეცხრე მოწვევის პარლამენტს”,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კონსტიტუცია 2018-08-20
Tags კონსტიტუცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„დღეს დანიშნულ გუბერნატორთა შორის არც ერთი სუსის კადრი არაა“

შემდეგი სტატია

სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის გზის მე-9 კმ-ზე 21 და 22 აგვისტოს მოძრაობა შეიზღუდება

მსგავსი სტატიები

დათო ხუჯაძე: პუტინს არ წაურთმევია აფხაზეთი, იმას ვთხოვთ, რაღაცა მოგვცეს, ვისაც არ წაურთმევია

დათო ხუჯაძე: პუტინს არ წაურთმევია აფხაზეთი, იმას ვთხოვთ, რაღაცა მოგვცეს, ვისაც არ წაურთმევია

სოსო ელისაშვილი 06 მარ 2018
კახა კალაძე: ერთ-ერთი განვითარებული ქალაქია და გვინდა, რომ მათი გამოცდილება, თბილისში გადმოვიტანოთ

კახა კალაძე: ერთ-ერთი განვითარებული ქალაქია და გვინდა, რომ მათი გამოცდილება, თბილისში გადმოვიტანოთ

11 აპრ 2018

დიდ ბრიტანეთში მიკროატობუსს ორი სატვირთო მანქანა დაეჯახა

26 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

    ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

  • მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

    მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

  • პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

    პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

  • რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

    რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

  • საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

    საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

  • დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

    დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

  • მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

    მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

  • გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

    გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

  • თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

    თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge