მართლმადიდებელი სამყარო დღეს მაცხოვრის ფერიცვალებას აღნიშნავს. 12 საუფლო დღესასწაულთაგან ფერისცვალება ერთ-ერთი უმთავრესია, ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა–ლოცვა შერულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო ლიტურგიას 10:00 საათზე, სამების საკათადერო ტაძარში დაიწყებს.
წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.
სახარების მიხედვით, მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი უფალთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს შემდეგ თავს ელვარე ღრუბელი დაადგა, საიდანაც ღვთის ხმა ამბობდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5).
ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს, მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან გააფრთხილა მომავალი მოციქულები, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა.
ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციისამებრ, ხილის კურთხევა მოხდება. ეს რიტუალი სათავეს უძველესი დროიდან იღებს. მარიამობის მარხვის გამო ეს დღე თევზით ხსნილია.
კომენტარები