ახმეტის მუნიციპალიტეტში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. გუშინ მოსულმა სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში – ახშანში, მატანში, ქისტაურსა და ხორხელში მოსავალი მთლიანად გაანადგურა.
„ერთი ცალი არ გავარდნილა სეტყვის საწინააღმდეგო. იმხელა ზარალი გვაჩვენა ამ სტიქიამ, სახელმწიფო რას იზამს, როგორ დაეხმარება ხალხს, არ ვიცი. სახელმწიფოსგან დახმარებას ვითხოვთ, ნახევარი მაინც აგვინაზღაურონ, ცოდოები ვართ, სტუდენტი შვილები გვყავს. ხალხი ამას როგორ გადაიტანს, არ ვიცი“,-განაცხადა ერთერთმა დაზარალებულმა თენგიზ წითელაურმა.
კომენტარები