NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თორნიკე რიჟვაძე: პროგრამის „აწარმოე საქართველოში” რეგიონული ცენტრი ხელს შეუწყობს აჭარაში არსებული პოტენციალის რეალიზებას

თორნიკე რიჟვაძე: პროგრამის „აწარმოე საქართველოში” რეგიონული ცენტრი ხელს შეუწყობს აჭარაში არსებული პოტენციალის რეალიზებას

17 აგვ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 963 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“სამუშაო ადგილების შესაქმნელად მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხარდაჭერა, რაც პირველ რიგში გულისხმობს წვდომას კაპიტალზე, ფინანსურ მექანიზმებზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ მეწარმეებს. პროგრამის „აწარმოე საქართველოში” პირველი რეგიონალური ცენტრის ბათუმში გახსნა ხელს შეუწყობს ადგილობრივ მეწარმეებს განავითარონ, შექმნან ახალი ბიზნესი და მოახდინონ იმ პოტენციალის რეალიზება, რომელიც აჭარაში გვაქვს” – აღნიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმში ახალი მომსახურების ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე.

მომსახურების ცენტრი ბათუმის იუსტიციის სახლში დღეს გაიხსნა. პრეზენტაციას ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს„აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკერიჟვაძესთან ერთად დაესწრო. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი ჯაბაფუტკარაძე და მოადგილე თინათინ ზოიძე.

როგორც „აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი აცხადებს,  ახალი მომსახურების ცენტრისმეშვეობით უფრო ეფექტიანად მოხდება არა მხოლოდ სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამებისა და პირობების, არამედ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის ყველა ფინანსური მექანიზმის შესახებინფორმაციის გავრცელება.

ბათუმის მომსახურების ცენტრის როლი მნიშვნელოვანი იქნება რეგიონის ბიზნეს გარემოს განვითარებისთვის. ცენტრშიყველა მეწარმე მიიღებს ინფორმაციას, რომელიც შეიძლება მას აინტერესებდეს სახელმწიფოს მიერ მიწოდებულიპროგრამების ფარგლებში. დინამიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, სააგენტო აერთიანებსეკონომიკური განვითარების 3 ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტს: ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს დაინვესტიციებს.

აჭარის რეგიონში 2014 წლიდან „აწარმოე საქართველოში” პროექტის ფარგლებში, მხარდაჭერილია 19 პროექტი (მოიცავსინდუსტრიულ, სოფლის და სასტუმროს მიმართულებებს), რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 37,8 მლნ ლარზემეტია, საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა ჯამში შეადგენს 24,7 მლნ ლარს.  აღნიშნული პროექტებით, სულ შეიქმნება 700-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.

კომენტარები

აჭარა 2018-08-17
Tags აჭარა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გეგეშიძე: ტატუნაშვილი რომ გადმოასვენეს, ზუსტად თედეევი ჩაერია და ჩვენი ბიჭები მაისურს ჩაიცვამენ თუ არა, ეს არავის საქმე არ არის

შემდეგი სტატია

თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი გაიხსნა

მსგავსი სტატიები

გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში პეტრო პოროშენკოს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში პეტრო პოროშენკოს შეხვდა

23 ნოე 2017
„არასწორია მოლოდინი, რომ მე ვინმეს დაქვემდებარებაში ვიქნები“

„არასწორია მოლოდინი, რომ მე ვინმეს დაქვემდებარებაში ვიქნები“

01 დეკ 2017

„უფლება გვაქვს, რომ ეს შევაფასოთ, როგორც სერიოზული შეცდომა და ირიბად ხელშეწყობა ივანიშვილის გუნდისთვის“

24 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

    სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

  • გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

    გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

  • ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

    ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

  • ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

    ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

  • ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

    ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

  • „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

    „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge