NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»შემოდგომაზე საპენსიო ასაკის მოსახლეობისა და შშმ პირთა იაფი მედიკამენტებით უზრუნველყოფის ახალი ეტაპი დაიწყება

შემოდგომაზე საპენსიო ასაკის მოსახლეობისა და შშმ პირთა იაფი მედიკამენტებით უზრუნველყოფის ახალი ეტაპი დაიწყება

17 აგვ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 742 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, შემოდგომაზე სახელმწიფო პროგრამის შემდეგი ეტაპი ამოქმედდება, რაც საპენსიო ასაკის მოსახლეობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იაფი მედიკამენტებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ განაცხადა, სიღარიბის დაძლევის პროგრამაში განსაკუთრებული როლი უჭირავს იმას, რომ მოსახლეობას ის ხარჯები შეუმსუბუქონ, რაც მედიკამენტების შესყიდვას უკავშირდება.

„არაერთი კვლევის მიხედვით დასტურდება, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ხარჯი სწორედ მედიკამენტების შეძენაზე გაწეული ხარჯია. აქედან გამომდინარე, არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა დავამუშავეთ. ერთ-ერთი მათგანი 13 აგვისტოდან ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები მნიშვნელოვნად გაიაფდა და ეს ფასდაკლება მთელ მოსახლეობაზე ვრცელდება. უკვე დღეს, დიაბეტით დაავადებულ ჩვენს თანამოქალაქეებს სამკურნალო საშუალებების შეძენა მნიშვნელოვნად შემცირებულ ფასად შუეძლიათ. ამით ქრონიკულად დაავადებული მოსახლეობის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოვების ახალი ეტაპი დაიწყო. პროგრამის ამოცანა მოწყვლადი მოსახლეობისთვის სამკურნალო დანახარჯების შემცირების მიზნით, ყველაზე ხშირად მოხმარებად მედიკამენტებზე ხელმისწვდომობის გაზრდაა. გასული წლის მაისში მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ამოქმედდა, რომელიც მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ვრცელდებოდა. შემოდგომაზე პროგრამის შემდეგი ეტაპი ამოქმედდება, რაც საპენსიო ასაკის მოსახლეობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იაფი მედიკამენტებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომობა ყველაზე ფართოდ გავრცელებულ დაავადებებს შეეხება, ამ შემთხვევაში, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით მომარაგებას, შემდეგი პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება და სხვა ქრონიკულ დაავადებებს მოიცავს, რომლის მკურნალობა ყველაზე დიდ ტვირთად აწევს მოსახლეობას“, – განაცხადა ბახტაძემ.

 

კომენტარები

იაფი მედიკამენტები მამუკა ბახტაძე საპენსიო ასაკი შშმ პირები 2018-08-17
Tags იაფი მედიკამენტები მამუკა ბახტაძე საპენსიო ასაკი შშმ პირები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის არის ევროპული ტიპის სახელმწიფოს ჩამოყალიბება“

შემდეგი სტატია

მამუკა ბახტაძე ახალ გუბერნატორებს 20 აგვისტოს წარადგენს

მსგავსი სტატიები

2017 წლის 100 საუკეთესო სიმღერა დასახელდა

15 დეკ 2017

საპატიო თბილისელის წოდება წელს 13 მოქალაქეს მიენიჭა

09 ოქტ 2017
გელათის მონასტერში განათება მოხსნეს, რომელიც ფრესკას  აზიანებდა

გელათის მონასტერში განათება მოხსნეს, რომელიც ფრესკას აზიანებდა

13 იან 2018

უახლესი ამბები

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

    მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

  • ასე იცავს ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის სირიელი გოგონა საკუთარ ძმას

    ასე იცავს ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის სირიელი გოგონა საკუთარ ძმას

  • ხატია დეკანოიძე: არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას

    ხატია დეკანოიძე: არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას

  • სალომე სამადაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს

    სალომე სამადაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს

  • გია ხუხაშვილი: თუ სააკაშვილი იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს

    გია ხუხაშვილი: თუ სააკაშვილი იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს

  • ალექსი დანილოვი: რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს

    ალექსი დანილოვი: რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს

  • ირაკლი კობახიძე: დაჟინებით მოვუწოდებთ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები – ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ

    ირაკლი კობახიძე: დაჟინებით მოვუწოდებთ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები – ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ

  • ლევან ბეჟაშვილი: დადგა დრო გაბრაზების, პროტესტის, ბრძოლის

    ლევან ბეჟაშვილი: დადგა დრო გაბრაზების, პროტესტის, ბრძოლის

  • საქართველოს ბანკის Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია

    საქართველოს ბანკის Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია

  • „საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის

    „საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge