NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველო სექტემბერში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი დონის დელეგაციებს უმასპინძლებს

საქართველო სექტემბერში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი დონის დელეგაციებს უმასპინძლებს

17 აგვ 2018 ახალი ამბები, ბიზნესი 368 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

2018 წლის 16 აგვისტოს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერას შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და EBRD-ს შორის 4-წლიანი თანამშრომლობის სტრატეგიის ფარგლებში არსებული პარტნიორობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, მიმოიხილეს EBRD-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები ისეთი მიმართულებებით როგორიცაა: კერძო ინვესტიციების წახალისება, ენერგოსექტორის მოდერნიზაცია,  მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, მყარი ნარჩენების მართვა, საქართველოს რეგიონული და გლობალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

საუბარი, ასევე, შეეხო მთავრობის გარემოსდაცვით, ე.წ. „მწვანე ეკონომიკის” სტრატეგიას და ენერგოეფექტური საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების  მიმართულებით EBRD-ის მხარდაჭერას.

როგორც ცნობილია, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 2018-2019 წლებში ბანკის მხარდაჭერით მოხდება  ე.წ ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლება.

შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი სექტემბერში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი დონის დელეგაციების ვიზიტების მნიშვნელობას.

როგორც აღინიშნა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორების ვიზიტი საქართველოში ბანკის მხრიდან ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა.

ვიზიტის მიზანია, საქართველოში EBRD-ის დაფინანსებით განხორციელებული, ასევე, სამომავლო პროექტებისა და ქვეყანაში ამჟამად მიმდინარე რეფორმების გაცნობა.

აღსანიშნავია, რომ სექტემბერში, თბილისში, ასევე, იგეგმება EBRD-ის ჯგუფის (Constituency Meeting) შეხვედრის ჩატარება, რომლშიც გაერთიანებულია საქართველო. (ჯგუფში საქართველოსთან ერთად, გაწევრიანებულები არიან უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და ხორვატია).

საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში 1992 წელს გაწევრიანდა. ამ პერიოდიდან ბანკის ინვესტიციებმა საქართველოს ეკონომიკაში, დაახლოებით, 3.0 მილიარდი ევრო შეადგინა.

კომენტარები

ევროპის ბანკი მასპინძლობა საქართველო 2018-08-17
Tags ევროპის ბანკი მასპინძლობა საქართველო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი გაიხსნა

შემდეგი სტატია

წინასაარჩევნო პერიოდში თბილისში ქუჩებისთვის სახელის გადარქმევა დროებით შეჩერდება

მსგავსი სტატიები

„სივრცითი მოწყობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის”

20 დეკ 2017
″რეპორტიორები საზღვრებს გარეშე″: ″პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში″ თურქეთის მდგომარეობა გაუარესდა

″რეპორტიორები საზღვრებს გარეშე″: ″პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში″ თურქეთის მდგომარეობა გაუარესდა

26 აპრ 2018
ევროპარლამენტარი: „არ ვაპატიებთ, არ შევეგუებით და არ დავივიწყებთ“

ევროპარლამენტარი: „არ ვაპატიებთ, არ შევეგუებით და არ დავივიწყებთ“

12 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • ირაკლი ჟვანია: ნამოხვანი არის ამ მთავრობის დიაგნოზი, რომელიც ეუბნება ხალხს …

    ირაკლი ჟვანია: ნამოხვანი არის ამ მთავრობის დიაგნოზი, რომელიც ეუბნება ხალხს …

  • Artarea ED – ანა კორძაია-სამადაშვილი – ქალაქები

    Artarea ED – ანა კორძაია-სამადაშვილი – ქალაქები

  • GUCCI და BALENCIAGA კოლაბორაციისთვის ემზადებიან

    GUCCI და BALENCIAGA კოლაბორაციისთვის ემზადებიან

  • მარიამ წიკლაური: თქვენ აჯობებთ ამ მიწა-წყლის ადგილის დედებს? თქვენ აჯობებთ აი, ამ ქალების დედაკაცობას?

    მარიამ წიკლაური: თქვენ აჯობებთ ამ მიწა-წყლის ადგილის დედებს? თქვენ აჯობებთ აი, ამ ქალების დედაკაცობას?

  • იაგო ხვიჩია იმედოვნებს, რომ “გირჩის” 7 მოთხოვნიდან გარკვეულ ნაწილზე მმართველი გუნდისგან თანხმობას მიიღებენ

    იაგო ხვიჩია იმედოვნებს, რომ “გირჩის” 7 მოთხოვნიდან გარკვეულ ნაწილზე მმართველი გუნდისგან თანხმობას მიიღებენ

  • ლილი ფოფხაძე – თეთრი აივანი

    ლილი ფოფხაძე – თეთრი აივანი

  • რატომ მოითხოვა ზურაბ ადეიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა

    რატომ მოითხოვა ზურაბ ადეიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა

  • ვაქცინაციის შემდგომ გვერდითი მოვლენები 34 პირს გამოუვლინდა, 7 უფრო მძიმე იყო

    ვაქცინაციის შემდგომ გვერდითი მოვლენები 34 პირს გამოუვლინდა, 7 უფრო მძიმე იყო

  • მჯერა, რომ პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე

    მჯერა, რომ პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე

  • უკრაინასთან დაკავშირებით კრიტიკას კატეგორიულად ვერ მივიღებ – საქართველო აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას

    უკრაინასთან დაკავშირებით კრიტიკას კატეგორიულად ვერ მივიღებ – საქართველო აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge