NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ეკა ბესელია: იანოშ ჰერმანი მთელი ამ წლების განმავლობაში იყო საქართველოს საუკეთესო მეგობარი და ქვეყნის ინტერესების დამცველი

ეკა ბესელია: იანოშ ჰერმანი მთელი ამ წლების განმავლობაში იყო საქართველოს საუკეთესო მეგობარი და ქვეყნის ინტერესების დამცველი

17 აგვ 2018 ახალი ამბები 360 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ევროკავშირის ელჩთან საქართველოში იანოშ ჰერმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ისაუბრეს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში არსებულ მიღწევებზე, ასევე  გამოწვევებზე და მომავალ თანამშრომლობაზე.

ეკა ბესელიამ იანოშ ჰერმანს მადლობა გადაუხადა ევროკავშირ-საქართველოსშორის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის და  წარმატებები უსურვა მის შემდგომ საქმიანობაში.

„ევროკავშირის ელჩი ასრულებს თავის მისიას საქართველოში. ეს იყო ძალიან თბილი, მეგობრული შეხვედრა და შესაძლებლობა გვქონდა გაგვეანალიზებინა ბოლო ოთხწლიანი პერიოდის საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობა”,-განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ეკა ბესელიამ.

მისივე  თქმით,  იანოშ ჰერმანის ელჩობის პერიოდში, ევროკავშირმა საქართველოში არაერთი ფასდაუდებელი  პროექტი განახორციელა.

„ელჩს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე მისი მეგობრული, მართლაც თავდაუზოგავი საქმიანობისთვის, იმ შრომისთვის და ფასდაუდებელი პროექტებისთვის, რომელიც ევროკავშირმა განახორციელა  საქართველოს მხარდასაჭერად დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მართლმსაჯულების რეფორმების განხორციელების პროცესში. იანოშ ჰერმანის ელჩობის პერიოდში, ევროკავშირმა მართლაც ძალიან დიდი რესურსი გაიღო  საქართველოს სწრაფი ინტეგრაციისთვის ევროკავშირში”,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეკა ბესელია ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული დიდი პროექტები შეეხებოდა არა მარტო მართლმსაჯულებას, ადამიანის უფლებებს და დემოკრატიას, არამედ ინფრასტრუქტურას, სოციალურ-ეკონომიკურ სფეროს, განათლებას და სხვა მიმართულებებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, განსაკუთრებით გამოყო  ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის პირადი დამოკიდებულება საქართველოსადმი.

„მე მას ვუწოდე ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მეგობარი. მთელი ეს წლები ძალიან კორექტულად, ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ის ყველა მნიშვნელოვან საკითხს და ყველა მისი შეფასება იყო ძალიან ობიექტური და ქვეყნის დახმარებისკენ მიმართული. ამიტომ, მე მართლაც ვიტყოდი, რომ ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო ელჩი, ვისაც კი მე ვიცნობ პირადად და ვისთანაც მქონია მუშაობის შესაძლებლობა. ამიტომ, განსაკუთრებულ მადლიერება გამოვხატე, მათ შორის იმისთვის,  რაც მან გააკეთა პარლამენტის, სასამართლო რეფორმის თუ დემოკრატიის კუთხით მხარდაჭერისთვის. გარდა იმისა, რომ ევროკავშირი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების მხარდამჭერი და განმახორციელებელი, პერსონალურად იანოშ ჰერმანი მთელი ამ წლების განმავლობაში იყო  საქართველოს საუკეთესო მეგობარი და ქვეყნის ინტერესების დამცველი”,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

 

 

 

კომენტარები

ეკა ბესელია 2018-08-17
Tags ეკა ბესელია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ვინც ღებულობს „ვალსარტანის“ შემცველ მედიკამენტს, არავითარ შემთხვევაში მკურნალობა არ შეწყვიტოს“

შემდეგი სტატია

ბესელია მოჭიდავეების ფოტოზე: არ იყო ეს სასიამოვნო და გარკვეული ემოციური შეფასებები ბუნებრივია ამას მოჰყვა

მსგავსი სტატიები

სასაზღვრო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

სასაზღვრო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

05 აგვ 2018

ჟირინოვსკი: ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტა არ არსებობს

01 დეკ 2017

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ევროკავშირის სამოქალაქო მისიების მეთაურს, ვინჩენცო კოპოლას შეხვდა

სოსო ელისაშვილი 31 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • ლილი ფოფხაძე – ციცქნა

    ლილი ფოფხაძე – ციცქნა

  • მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

    მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

  • ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

    ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

  • რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

    რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

  • ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

    ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

  • არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

    არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

  • პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

    პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge