NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»აზეულას ციხეზე განათების ქსელი ეწყობა

აზეულას ციხეზე განათების ქსელი ეწყობა

17 აგვ 2018 ახალი ამბები 483 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კოჯორში, აზეულას ციხესა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი ტურისტული ბილიკისთვის განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტს მთაწმინდის რაიონის გამგეობა „თბილსერვისის ჯგუფთან“ ერთად ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, აზეულას ციხეზე, იუნკერების მემორიალსა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაზე ორფეროვანი მხატვრული მინათების სისტემა მოეწყობა, მისასვლელ გზასა და ბილიკებზე კი, 50-მდე ლედ სანათი დამონტაჟდება. ამ დროისთვის, ციხის მიმდებარედ ტერიტორიის დაქსელვა და განათების საყრდენი ბოძების მონტაჟი მიმდინარეობს. მთლიანობაში, განათების ქსელი 2 კმ-იან მანძილს მოიცავს.

სამუშაოების პროცესს ადგილზე მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და „თბილსერვისი ჯგუფის“ დირექტორის პირველი მოადგილე დავით დოლიძე გაეცნენ.

პროექტი შეთანხმებულია საქართველოსკულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან, რომლის წარმომადგენლებმაც განათების ადგილებისფიქსაციისთვის ტერიტორია საფრენი აპარატითგადაიღეს.

მთაწმინდის გამგეობა აზეულას ციხის ტერიტორიისკეთილმოწყობით თბილისის ტურისტულიმარშრუტისთვის კიდევ ერთი ბილიკის დამატებასგეგმავს. პროექტში ტურიზმის ეროვნულიადმინისტრაციაა ჩართული.

ახალი ტურისტული ბილიკის გახსნისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე კეთილმოეწყობა ინფრასტრუქტურა, განთავსდება მიმართულების მაჩვენებლები დასაინფორმაციო დაფები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ციხესიმაგრის მიმდებარედ არსებულ იუნკერთამემორიალს. სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

აზეულას ციხესიმაგრე თბილისიდან სამხრეთით, დაბა კოჯორში ზღვის დონიდან 1250 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. თავდაპირველი ნაგებობა აღნიშნულ ტერიტორიაზე IX საუკუნეში აშენდა. გადმოცემის მიხედვით, ციხესიმაგრეს „აგარათა ციხეს“, ხოლო შუასაუკუნეებისთვის „აზეულას“ ციხეს უწოდებნენ. ციხე ცნობილია „ქოროღლის“ და „კოჯრის“ სახელწოდებითაც. ციხესიმაგრეს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ფეოდალური საქართველოსთვის.

კომენტარები

აზეულის ციხე განათება მერია 2018-08-17
Tags აზეულის ციხე განათება მერია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა აიღო რამდენიმე კვირიანი პაუზა“

შემდეგი სტატია

ქართულ აფთიაქებში არსებული კიბოს რისკის შემცველი მედიკამენტები სახელდება

მსგავსი სტატიები

ცნობილია როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

ცნობილია როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

18 აგვ 2018

„რუსეთი არის ოკუპანტი, აგრესორი, მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია“

18 სექ 2018
სამგორში ძლიერი ხანძარია

სამგორში ძლიერი ხანძარია

17 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

  • პლებისციტის საკითხი არის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

    პლებისციტის საკითხი არის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

  • სპეცსამსახურებისა და პოლიციის თანამშრომელთა მისამართებზე ინფორმაცია ღიად არ უნდა მოიპოვებოდეს

    სპეცსამსახურებისა და პოლიციის თანამშრომელთა მისამართებზე ინფორმაცია ღიად არ უნდა მოიპოვებოდეს

  • მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები – განვითარებაზე გადასვლის საუკეთესო საშუალებაა მოქალაქეებს ვკითხოთ, სჭრიდებათ თუ არა ახალი არჩევნები

    მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები – განვითარებაზე გადასვლის საუკეთესო საშუალებაა მოქალაქეებს ვკითხოთ, სჭრიდებათ თუ არა ახალი არჩევნები

  • სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ, ჩვენთვის მთავარია გონს მოვიყვანოთ „ქართული ოცნება“

    სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ, ჩვენთვის მთავარია გონს მოვიყვანოთ „ქართული ოცნება“

  • „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შევხვდებით

    „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შევხვდებით

  • როცა მხარეები ვერ ვთანხმდებით, ხალხმა უნდა გვითხრას, რა სურთ მათ, ამიტომ არის პლებისციტი დემოკრატიული გამოსავალი კრიზისიდან

    როცა მხარეები ვერ ვთანხმდებით, ხალხმა უნდა გვითხრას, რა სურთ მათ, ამიტომ არის პლებისციტი დემოკრატიული გამოსავალი კრიზისიდან

  • შემცირდა ისეთი დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა და ქურდობა

    შემცირდა ისეთი დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა და ქურდობა

  • შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ

    შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ

  • “ჰერიტიჯის” გამოქვეყნებული მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, ხოლო საინვესტიციო გარემო მიმზიდველი

    “ჰერიტიჯის” გამოქვეყნებული მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, ხოლო საინვესტიციო გარემო მიმზიდველი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge