„შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის დავით უსუფაშვილის განცხადებით, თუ შენობის ზომა კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის პირის ძალაუფლებასთან უნდა იყოს კავშირში, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე შენობის სარდაფის მინუს მესამე სართულზე უნდა განთავსდეს.
„თუ ამითი იზომება, ვინ სად უნდა იჯდეს, მე გეტყვით, პარლამენტის თავმჯდომარის ერთპიროვნულ ძალაუფლებას, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე სარდაფში, მინუს მესამე სართულზე უნდა დაჯდეს, იმიტომ, რომ ერთპიროვნულად, რა ძალაუფლებაც მას აქვს, ეს არის საკუთარი თანაშემწეების დანიშვნა და გუგული მაღრაძის გაშვება ან არგაშვება მივლინებაში, სადმე კონფერენციაზე, ეს არის ერთპიროვნულად რასაც წყვეტს პარლამენტის თავმჯდომარე“,-განაცხადა უსუფაშვილმა.
კომენტარები