გაერთიანებული ოპოზიციის , „ძალა ერთობაშია” წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ღონისძიება IFES-ისორგანიზებული იყო და მას ინტერპარტიულ ჯგფუში შემავალი პარტიების ნაწილიც დაესწრო.
გიორგი ვაშაძემ და თინა ბოკუჩავამ, წინასაარჩევნოდ არსებულ დარღვევებზე ისაუბრეს. კერძოდ, საოლქო საარჩევნო კომისიისნეიტრალური წევრების არჩევის პროცესშიმასიური ნეპოტიზმის ფაქტების შესახებ.
„თამარ ჟვანიას, როგორც „ქართული ოცნების” ერთ-ერთ წევრს, დავალებული აქვს, შექმნასგაყალბების მექანიზმი, რომ ხმების მანიპულაციამოახდინოს. ჩვენ, არასამთავრობოორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთანერთად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომეს არ მოხდეს და არ დავუშვათ.
ძალიან ბევრი მექანიზმი, მათ შორისტექნოლოგიური მექანიზმი გვექნებაგამოყენებული ამ ყველაფრისთვის. მემოვუწოდებ თამარ ჟვანიას, რომ ხელი აიღოს პირდაპირი გაყალბების მცდელობისგან, რომელიც მას აქვს. უპრეცედენტოა ის რაც ხდება – ამდენი ცოლის დანიშვნა. ჯერ არ გვქონია მსგავსი პრეცენდენტი. მარაზმში გადავდივართუბრალოდ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენყველაფერს გავაკეთებთ, ყველა მექანიზმსგამოვიყენებთ, რათა ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კომენტარები