NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თბილისის მერმა ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად ალექსანდრე ტოგონიძის კანდიდატურა წარადგინა

თბილისის მერმა ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად ალექსანდრე ტოგონიძის კანდიდატურა წარადგინა

15 აგვ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 444 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად ალექსანდრე ტოგონიძის კანდიდატურა წარადგინა. მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, რუსუდან მირზიკაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ურბანული განვითარების სამსახურში შიდა გადაადგილება განვახორციელეთ. მინდა, რუსუდან მირზიკაშვილს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადავუხადო. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული სამსახური თავიდან შევქმენით, რომელსაც სათავეში რუსუდან მირზიკაშვილი ედგა. დღეს ეს სამსახური უკვე გამართულად მუშაობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, რუსუდან მირზიკაშვილი ქალაქში შერჩეული კონკრეტული არეალების ჩარჩო გეგმების შემუშავების პროცესს უხელმძღვანელებს. ასევე, იმუშავებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე.

„რუსუდან მირზინაშვილი ერთ მნიშვნელოვან პროექტს ჩაიბარებს. გენგეგმის მიხედვით, ჩარჩო გეგმებზე მუშაობა გვიწევს. ქალაქში შერჩეულია 11 არეალი, სადაც ჩარჩო გეგმების დამუშავება და ამ კონკრეტული არეალების განვითარება მოხდება, რათა ის შედეგები არ მივიღოთ, რაც თბილისის ზოგიერთ რაიონშია. ჩარჩო გეგმების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, დაწყებული გვაქვს მნიშვნელოვანი რეფორმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე, რომელსაც სათავეში რუსუდან მირზიკაშვილი ჩაუდგება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურას, თბილისის მერმა ალექსანდრე ტოგონიძეს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„მინდა წარმოგიდგინოთ ალექსანდრე ტოგონიძე, რომელსაც წარმატებებს ვუსურვებ.  ის წლების განმავლობაში, მერიაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. მგონია, რომ იმ გამოწვევებს, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, ერთიანი ძალისხმევით მოვაგვარებთ  და წარმატებებს მივაღწევთ. გენგემის მიღების შემდეგ, მისი აღსრულება და განხორციელება ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება და ალექსანდრე ტოგონიძეს, მინდა ამ მიმართულებით, წარმატება ვუსურვო“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები

ალექსანდრე ტოგონიძე თბილისის მერი კახი კალაძე ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური 2018-08-15
Tags ალექსანდრე ტოგონიძე თბილისის მერი კახი კალაძე ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

SAP Business One – პროგრამული გადაწყვეტილება სამშენებლო/დეველოპერული ინდუსტრიისთვის

შემდეგი სტატია

„სად გაგიგიათ, ქალაქის ცენტრში, ქუჩებზე საშენი მასალები იყოს გამოტანილი და ღიად ეყაროს?! “

მსგავსი სტატიები

„საზოგადოებას აქვს სრული უფლება, მიიღოს პასუხები ხელისუფლების პრეზიდენტობის კანდიდატისგან“

„საზოგადოებას აქვს სრული უფლება, მიიღოს პასუხები ხელისუფლების პრეზიდენტობის კანდიდატისგან“

სოსო ელისაშვილი 23 ოქტ 2018
თელავის სასამართლომ სს „ბადაგონის“ უძრავ-მოძრავი ქონება დააყადაღა

თელავის სასამართლომ სს „ბადაგონის“ უძრავ-მოძრავი ქონება დააყადაღა

31 ივლ 2018
საქართველოს ელჩმა ლიბიის საპრეზიდენტო საბჭოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა

საქართველოს ელჩმა ლიბიის საპრეზიდენტო საბჭოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა

27 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო კარვების ტერიტორიიდან რიონში მამაკაცი ჩავარდა

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო კარვების ტერიტორიიდან რიონში მამაკაცი ჩავარდა

  • ლილი ფოფხაძე – საჭესთან სხვები სხედან

    ლილი ფოფხაძე – საჭესთან სხვები სხედან

  • სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დმანისის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავეს

    სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დმანისის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავეს

  • გიგა ბოკერია: დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

    გიგა ბოკერია: დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

  • უცნობი: დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ცდი­ლობს “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“” გა­კოტ­რე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი ძა­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პო­ლი­ტი­კა­ში

    უცნობი: დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ცდი­ლობს “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“” გა­კოტ­რე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი ძა­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პო­ლი­ტი­კა­ში

  • ლევან ღამბაშიძე: 9 აპრილი არის რუსების მიერ ქართველების მორიგი ამოხოცვის დღე. 9 აპრილი არის ქართველების მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

    ლევან ღამბაშიძე: 9 აპრილი არის რუსების მიერ ქართველების მორიგი ამოხოცვის დღე. 9 აპრილი არის ქართველების მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

  • გიგი უგულავა: დღეს მე არ ვიქნები „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება, მე პარტია დავტოვე

    გიგი უგულავა: დღეს მე არ ვიქნები „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება, მე პარტია დავტოვე

  • გიგა ბოკერია: “სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები

    გიგა ბოკერია: “სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები

  • “ევროპული საქართველოს” გენერალურ მდივნად აკაკი ბობოხიძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი გიგი წერეთელი აირჩიეს

    “ევროპული საქართველოს” გენერალურ მდივნად აკაკი ბობოხიძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი გიგი წერეთელი აირჩიეს

  • გიგი წერეთელი: „ევროპული საქართველო“ არის მოთამაშე პოლიტიკურ ველზე და მნიშნველოვან როლს შეასრულებს სამომავლოდაც

    გიგი წერეთელი: „ევროპული საქართველო“ არის მოთამაშე პოლიტიკურ ველზე და მნიშნველოვან როლს შეასრულებს სამომავლოდაც

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge