ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისორგანიზებით და მთის კურორტების კომპანიისმხარდაჭერით ბაკურიანში ველორბოლა გაიმართა. ტურნირში 30 პროფესიონალი და მოყვაარულიველომრბოლელი მონაწილეობდა, სამთო ველოსპორტში შეჯიბრი დიდველის ველობილიკზემოეწყო.
ტურნირის მონაწილეებს რთულირელიეფური მონაკვეთების დაფარვა მოუწიათ. შეჯიბრში 3 გამარჯვებული გამოვლინდა, მათსპეციალური პრიზები გადაეცათ. ტურნირის ყველაზეპატარა მონაწილე ათი წლის არის.
ველორბოლასტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრო. ველორბოლის დასრულების შემდეგველოტრეისერების შოუ მოეწყო. ღონისძიებამუსიკალურად გაფორმდა, მთელი დღისგანმავლობაში სპორტსმენების და მაყურებლებისგანწყობაზე ზრუნავდა DJ. ბაკურიანში სპორტულიშეჯიბრის გამართვის მიზანია ზაფხულში კურორტისპოპულარიზაცია და ველოსპორტის ექტრემალურისახეობის ხელშეწყობა. 2016 წელს ტურიზმისეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითბაკურიანში ველოპარკი მოეწყო. ველობილიკი არკვეთს სასრიალო ტრასებს, ველობილიკებზეგადაადგილება უსაფრთხოა და სრულადაკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.
კომენტარები