NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»თურქეთმა აშშ-დან შეტანილ პროდუქტებზე საბაჟო ტარიფი გაზარდა

თურქეთმა აშშ-დან შეტანილ პროდუქტებზე საბაჟო ტარიფი გაზარდა

15 აგვ 2018 მსოფლიო 125 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თურქეთმა აშშ-დან შეტანილ პროდუქტებზე, მათ შორის ავტომობილებზე, ალკოჰოლზე და თამბაქოს ნაწარმზე, საბაჟო ტარიფი გაზარდა, – ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის განკარგულებაში, რომელიც ოფიციალურ სამთავრობო მაცნეში T.C. Resmi Gazete-ში გამოქვეყნდა.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, მსუბუქ ავტომობილებზე საბაჟო ტარიფი 120%-ით გაიზარდა, ალკოჰოლურ სასმელებზე – 140%-ით, თამბაქოს ნაწარმზე – 60%-ით, კოსმეტიკაზე – 60%-ით, ბრინჯზე – 50%-ით, ქვანაშირზე – 13,7%-ით.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის ფუათ ოქთაის განცხადებით, „საბაჟო ტარიფები აშშ-ს ადმინისტრაციის თურქეთის ეკონომიკაზე თავდასხმების საპასუხოდ იყო გაზრდილი“.
აღსანიშნავია, რომ 10 აგვისტოს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთთან მიმართებაში ალუმინზე და ფოლადზე ტარიფები გაზარდა. მისივე თქმით, „ამ ეტაპზე თურქეთთან ურთიერთობები კარგ მდგომარეობაში არ არის“.

კომენტარები

TOP აშშ თურქეთი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბაჟო ტარიფი 2018-08-15
Tags TOP აშშ თურქეთი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბაჟო ტარიფი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უახლოესი დღეების განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33 გრადუსი იქნება

შემდეგი სტატია

დედაქალაქის მერი დაუსრულებელი მშენებლობების დასასრულებლად, სამშენებლო კომპანიებს თხოვნით მიმართავს

მსგავსი სტატიები

ნიკოლაი პატრუშევი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის დაღუპვის ფაქტს ვერ ადასტურებს

ნიკოლაი პატრუშევი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის დაღუპვის ფაქტს ვერ ადასტურებს

30 ნოე 2017
მოგზაურებმა ყველაზე საშიში ქვეყანა დაასახელეს

მოგზაურებმა ყველაზე საშიში ქვეყანა დაასახელეს

27 სექ 2017

ილონ მასკი შესაძლოა Tesla-ს ჩამოაშორონ

28 სექ 2018

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

    ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

  • საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას 2 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

    საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას 2 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

  • პარლამენტმა 14 კანდიდატი, მათ შორის შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე და მამუკა ვასაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

    პარლამენტმა 14 კანდიდატი, მათ შორის შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე და მამუკა ვასაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

  • პარლამენტის მუშაობას ვერავინ შეაჩერებს

    პარლამენტის მუშაობას ვერავინ შეაჩერებს

  • ხალხს რომ თვალები დათხარეს, მაშინ არ აღშფოთებულან ასე და სუნზე არიან ახლა გაგიჟებული?! ტერაქტიაო ყვირიან

    ხალხს რომ თვალები დათხარეს, მაშინ არ აღშფოთებულან ასე და სუნზე არიან ახლა გაგიჟებული?! ტერაქტიაო ყვირიან

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა, მათ შორის არიან: შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე, გიორგი მიქაუტაძე

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა, მათ შორის არიან: შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე, გიორგი მიქაუტაძე

  • ყველა იმ ადამიანს, ვისაც სააკაშვილი აწამებდა, დღეს იურიდიულმა კომიტეტმა, „ქართულმა ოცნებამ“ სულში ჩააფურთხა

    ყველა იმ ადამიანს, ვისაც სააკაშვილი აწამებდა, დღეს იურიდიულმა კომიტეტმა, „ქართულმა ოცნებამ“ სულში ჩააფურთხა

  • მომხმარებლებს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ეზრდებათ

    მომხმარებლებს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ეზრდებათ

  • მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი

    მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი

  • “პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?” – სალომე ზურაბიშვილი ნაწყენია

    “პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?” – სალომე ზურაბიშვილი ნაწყენია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge