NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით ახლადამოქმედებული საკანონდებლო ცვლილებებით 4 პირი დააკავა

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით ახლადამოქმედებული საკანონდებლო ცვლილებებით 4 პირი დააკავა

13 აგვ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 1121 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით ახლადამოქმედებული საკანონდებლო ცვლილებებით 4 პირი დააკავა, „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით კი თენგიზ ხოფერია სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუსწრებლად მისცა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განცხადებით, შსს-ს ინიციატივით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე გაფართოვდა „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩამონათვალი.

„მიმდინარე წლის აპრილის თვიდან, „კანონიერ ქურდობასა“ და „ქურდული სამყაროს წევრობასთან“ ერთად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა“. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ და „კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით“, მოსამართლის განჩინებით ოთხი პირი დააკავეს, ხოლო „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუსწრებლად არის მიცემული თენგიზ ხოფერია.

გამოძიებით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის მაისში დ.გ.-მ, რომელსაც ფინანსური საკითხზე დავა ჰქონდა თ.ბ.-სთან, მატერიალური უპირატესობის მიღების მიზნით მიმართა თურქეთში მყოფ ,,კანონიერ ქურდ“ თენგიზ ხოფერიას, რათა სადავო საკითხი ქურდული გარჩევის გზით გადაეწყვიტა. თავის მხრივ, თ.ბ.-მ ქურდული გარჩევის გზით დავის თავის სასარგებლოდ გადასაწყვეტად მიმართა თურქეთში მყოფ „კანონიერ ქურდს“ და ამგვარად შეეცადა თენგიზ ხოფერიასთან საკითხის გარკვევას. აღნიშნულ ქურდულ გარჩევებში, ასევე, ჩართული იყო კ. ბ., რომელიც აქტიური ქმედებებით ხელს უწყობდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას.

„კანონიერმა ქურდმა“ თენგიზ ხოფერიამ თ.ბ.-სა და დ.გ.-ს შორის არსებული ფინანსური უთანხმოება ქურდული გარჩევის გზით განიხილა და დავა დ.გ.-ს სასარგებლოდ გადაწყვიტა.

დ. გ.-მ მიმდინარე წლის მაისში კვლავ მიმართა „კანონიერ ქურდ“ თენგიზ ხოფერიას. მან კრიმინალურ ავტორიტეტს ძმებს – ლ. და გ. დ.-ებს და ზ. კ.-ს შორის არსებული ფინანსური დავის „ქურდული გარჩევის“ გზით მოგვარება სთხოვა. თენგიზ ხოფერიამ აღნიშნული დავა „ქურდული გარჩევის“ გზით განიხილა და ფინანსურ დავაში მონაწილე მხარეები, მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად და ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის მისაღებად, დ. გ.-ს მეშვეობით, თურქეთის რესპუბლიკაში დაიბარა.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ „კანონიერ ქურდ“ თენგიზ ხოფერიასთან სისტემატური კავშირი ჰქონდა დ.მ.-ს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა „ქურდული სამყაროს“ მიზნების განხორციელებაში.

მიმდინარე წლის ივნისში დ. მ.-მ „ქურდული გარჩევის“ გზით ქონებრივი დავის მოსაგვარებლად ,,კანონიერ ქურდ“ თენგიზ ხოფერიას დააკავშირა ს. ჯ., რომელმაც ს. ჯ.-ს ქმედება შეაფასა და ქურდული გარჩევის გზით შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. დ. მ. „კანონიერი ქურდის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სისტემატურად უკავშირდებოდა ს. ჯ.-ს, რომელიც თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით აიძულა, აღესრულებინა ,,კანონიერი ქურდის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება“, – განახადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 223 პრიმა-3 მუხლის მეორე ნაწილით და 223 პრიმა-4 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 7 წლამდე, 7-დან 10 წლამდე და 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადეს შსს-ში.

კომენტარები

დაკავება ვლადიმერ ბორცვაძე თენგიზ ხოფერია კანონიერი ქურდი ქურდული გარჩევა ქურდული სამყარო შსს 2018-08-13
Tags დაკავება ვლადიმერ ბორცვაძე თენგიზ ხოფერია კანონიერი ქურდი ქურდული გარჩევა ქურდული სამყარო შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა  

შემდეგი სტატია

შსს-ს საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგად ესპანეთში ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტები“ დააკავეს

მსგავსი სტატიები

სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტის განხილვა გადაიდო

სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტის განხილვა გადაიდო

News 19 მარ 2019
„ანგარიშს ცხოვრება ისე გაუსწორებს, რომ ფეხზე ვერასოდეს დადგება“

„ანგარიშს ცხოვრება ისე გაუსწორებს, რომ ფეხზე ვერასოდეს დადგება“

30 ივლ 2018
ბახტაძე: არ შევეგუებით არც ახალ და არც ძველ მავთულხლართებს

ბახტაძე: არ შევეგუებით არც ახალ და არც ძველ მავთულხლართებს

08 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • პრინცი უილიამი ინგლისის ასოციაციის თასის ფინალს დაესწრო

    პრინცი უილიამი ინგლისის ასოციაციის თასის ფინალს დაესწრო

  • დღე ისტორიაში – 6 ივნისი

    დღე ისტორიაში – 6 ივნისი

  • Forbes საქართველოს პროექტის 30 under 30 – ის გამარჯვებულები ცნობილია

    Forbes საქართველოს პროექტის 30 under 30 – ის გამარჯვებულები ცნობილია

  • საქართველოს ბანკი Global Finance-მა ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

    საქართველოს ბანკი Global Finance-მა ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

  • „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ გაიმართა

    „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ გაიმართა

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – რა შეიძლება იყოს ლარის მოკლევადიანი წონასწორობის ნიშნული?

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – რა შეიძლება იყოს ლარის მოკლევადიანი წონასწორობის ნიშნული?

  • შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილსა და კეზერაშვილზე უცხოელების მხარდამჭერი განცხადებები აიღეთ და ივარაუდეთ, რა თანხა მოხვდა ამ ადამიანების ჯიბეში – ფულით შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების განცხადებები იყიდონ

    შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილსა და კეზერაშვილზე უცხოელების მხარდამჭერი განცხადებები აიღეთ და ივარაუდეთ, რა თანხა მოხვდა ამ ადამიანების ჯიბეში – ფულით შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების განცხადებები იყიდონ

  • უკრაინელებმა ოკუპანტის Su-25 და Su-34 თვითმფრინავი, ვერტმფრენი და ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

    უკრაინელებმა ოკუპანტის Su-25 და Su-34 თვითმფრინავი, ვერტმფრენი და ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

  • ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

    ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

  • როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

    როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge