NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მესამე სხდომა გამართა

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მესამე სხდომა გამართა

13 აგვ 2018 ახალი ამბები 344 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უწყებათაშორისმა კომისიამ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის მესამე სხდომა გამართა. სხდომას უძღვებოდა კომისიის თანათავმჯდომარე, შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი. ღონისძიებას ესწრებოდნენ კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომისიამ მოისმინა ინფორმაცია იმ შესაძლო დარღვევებსა და ხარვეზებზე, რომელთა შესახებაც საარჩევნო სუბიექტებმა უწყებათაშორის კომისიას მიმართეს,  შესაბამისმა ორგანოებმა კი  კომისიის წევრებს შემოსულ განცხადებებზე რეაგირების თაობაზე მოახსენეს. კერძოდ, უწყებათაშორისმა კომისიამ მოისმინა შს სამინისტროსა და პროკურატურის ინფორმაცია მედიაში გავრცელებულ მასალაზე, რომელიც  პოლიტიკური გაერთიანების − „ევროპული საქართველო − მოძრაობა თავისუფლებისთვის” − წარმომადგენელ ზურაბ შაინიძის სავარაუდო ცემის ფაქტს ეხებოდა. ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა განცხადებით, გამოძიება სწრაფ ტემპში მიმდინარეობს, უკვე მიცემულია პასუხისგებაში ინციდენტში მონაწილე 12 პირი და დანაშაულში პოლიტიკური მოტივი არ იკვეთება.

კომისიამ იმსჯელა „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის” (ICDI) მიერ შემოტანილი განცხადებებზეც, მათ შორის: წინასაარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეთა ჩართულობის, აგრეთვე, წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლების მიერ საარჩევნო რეკლამების განთავსების საკითხებზე. ამასთან, ღონისძიებაზე განიხილეს პოლიტიკური პარტიის  –  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე”  – განცხადება, რომელიც ეხება საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ფინანსური ინფორმაციის განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით წარდგენას.

კომისიამ მოისმინა „ევროპული საქართველოს” პოზიცია მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ტელეკომპანიებს უკრძალავს პოლიტიკური რეკლამის განთავსებას არასაარჩევნო პერიოდში. უწყებათაშორისმა კომისიამ გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროდ ჩათვალა მარეგულირებელი კომისიის პოზიციის მოსმენა, რისთვისაც მისი წარმომადგენელი უწყებათაშორისი კომისიის შემდეგ სხდომაზე მიიწვია.

უწყებათაშორისი კომისია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე 2018 წლის 1 ივლისს შეიქმნა, როგორც ამას საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს. თავისუფალი და სამართლიანი  არჩევნებისთვის კომისიის მიზანია წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა, არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება.

კომისია უზრუნველყოფს უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციას და ხელს უწყობს დიალოგს საქართველოს მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. უწყებათაშორისი კომისია ითანამშრომლებს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან.

კომისიის სხდომაზე საკითხის დაყენების უფლება აქვს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ დამკვირვებელს. მედიის წარმომადგენლებს როგორც სხდომის დაწყების, ისე  დასრულების შემდეგ საშუალება აქვთ, გაესაუბრონ მათთვის სასურველ რესპონდენტს. ამასთან, სხდომის ყველა ოქმი და რეკომენდაცია ღიაა და სხდომის დასრულების შემდეგ ქვეყნდება იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

კომენტარები

საპრეზიდენტო არჩევნები 2018-08-13
Tags საპრეზიდენტო არჩევნები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„გამომდინარე ჩვენი ოპოზიციური სპექტრიდან, მათი კანდიდატი და შემდეგ პრეზიდენტი ვერ იქნება სტაბილურობის გარანტი“

შემდეგი სტატია

14 აგვისტოდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით იცვლება

მსგავსი სტატიები

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად შალვა თადუმაძე დაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად შალვა თადუმაძე დაინიშნა

12 აპრ 2018

„ეს არის მართლაც ზღვარგადასული ცილისმწამებლური კამპანია“

25 სექ 2018
სამშვილდეში  მეფე გიორგი III-ის, ლაშა-გიორგისა და თამარ მეფის მონეტები აღმოაჩინეს

სამშვილდეში მეფე გიორგი III-ის, ლაშა-გიორგისა და თამარ მეფის მონეტები აღმოაჩინეს

02 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

    ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

  • ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, გადატვირთვის ერთადერთი გზა კი რიგგარეშე არჩევნებია

    ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, გადატვირთვის ერთადერთი გზა კი რიგგარეშე არჩევნებია

  • ახლა ჩაატარეთ ნიკა მელიას ციხიდან გამოყვანის სპეცოპერაცია!

    ახლა ჩაატარეთ ნიკა მელიას ციხიდან გამოყვანის სპეცოპერაცია!

  • დროებითი საგამოძიებო კომისია დაკომპლექტდა – არჩევნების შედეგების შემსწავლელი ჯგუფი მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება

    დროებითი საგამოძიებო კომისია დაკომპლექტდა – არჩევნების შედეგების შემსწავლელი ჯგუფი მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოწყობილ იდეათეკებში საგანმანათლებლო  შეხვედრები იწყება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოწყობილ იდეათეკებში საგანმანათლებლო შეხვედრები იწყება

  • ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების – რომ მოიგონ, შეიძლება დაგვიჭირონ, ან გადაგვაგდონ

    ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების – რომ მოიგონ, შეიძლება დაგვიჭირონ, ან გადაგვაგდონ

  • “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”

    “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”

  • საქართვლოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევები ფიქსირდება

    საქართვლოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევები ფიქსირდება

  • ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმას გმობს

    ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმას გმობს

  • ლილი ფოფხაძე: მამა

    ლილი ფოფხაძე: მამა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge