ლარის გაუფასურებას ექსპერტები გამოეხმაურნენ. პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფის ექსპერტის, მიხეილ კუკავას განცხადებით, ლარის რყევები გამოწვეულია ლირის გაუფასურებით, ვინაიდან თურქეთი არის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის. მისივე თქმით, ლარის გაუფასურება ინფლაციას ვერ გამოიწვევს.
„ეს ძირითადად გამოწვეულია ლირის გაუფასურებით, თურქეთი არის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის. როდესაც გაქვს მცურავი კურსი, მოდი ვთქვათ ყველასთვის გასაგებად, რომელიმე მსხვილი იმპორტიორის ცუდი სიზმარი საკმარისია იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტა გაუფასურდეს. ეროვნული ბანკი აბსოლუტურად სწორად იქცევა ამ პირობებში. შემცირდა რეფინანსირების განაკვეთი, ლარი გაიაფდა, ლარის გაუფასურება ინფლაციას ვერ გამოიწვევს“,-განაცხადა კუკავამ.
კომენტარები